პირველად საქართველოში მშობლებმა აუტისტ შვილს სახელოსნო გაუხსნეს [ვიდეო]
12 წლის ზუგდიდელ გიგი სიჭინავას უკვე
საკუთარი სახელოსნო აქვს, სამუშაო სივრცე სახლში, სადაც არამხოლოდ
შესაძლებლობების განვითარებას მოახერხებს, ნამუშევრებსაც გამოფენს. ის
ხატვის პარარელურად ძერწავს და ქაღალდის აპლიკაციებსაც ქმნის.
გიგის აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. პირველი ნამუშევრები 5-6 წლის ასაკში უკვე ჰქონდა. ზუგდიდსა და პარლამენტის შენობაში პერსონალური გამოფენის მოწყობაც მოასწრო.
გიგის დედის, ნათია სახოკიას თქმით, სახელოსნოს გახსნის მიზანი შვილის განვითარების ხელშეწყობაა.
„პატარა, მოკრძალებული სივრცით ვფიქრობ უფრო მეტ სტიმულს მივცემთ. ამ გამოფენას და სახელოსნოს ძალიან ბევრი მშობელი უყურებს, გიგის მდგომარეობაში მყოფი ბავშვების დედები. მათთვისაც ეს ერთგვარი სტიმული იქნება და ვიცი, რომ იზიარებენ ჩვენს სიხარულს“.
ნათია სახოკიასვე თქმით, შეეცადნენ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ დაენახვენინათ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რასაც სახელოსნოში წარმოდგენილი ნამუშევრებიც მოწმობს. ამიტომ, ჯერ გიგის მამის, შემდეგ კი მთელი ოჯახის სურვილი, შვილისთვის სამუშაო-საგამოფენო სივრცე მოეწყოთ, რეალობად აქციეს.
გიგის დედის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ეს პირველი სახელოსნოა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვის.
გახსნის ღონისძიებას გიგი სიჭინავას ფერწერის პედაგოგი ნინო ჟვანიაც დაესწრო. ამბობს, რომ ის სრულ თავისუფლებას აძლევს საკუთარ მოსწავლეს, თუ რა მასალით სურს ხატოს.
„ზეთის საღებავს ძალიან კარგად შეეწყო, აღიქვა. კონტრასტული ფერები ძალიან კარგად დაალაგა ერთმანეთის გვერდით. მას მოსწონს იმპრესიონიზმი მხატვრობაში. მისი საყვარელი მხატვრების გავლენა იგრძნობა მის ნახატებში“.
პედაგოგის თქმით, გიგი თავისუფალია ხატვის დროს, თუმცა მასთან ერთად მაინც სწავლობს დეტალებს, რაც საკუთარი ხედვის განვითარებაში ეხმარება.