ახალი ამბები
ზუგდიდის საბავშვო ბაღში აუტისტი ბავშვებისთვის ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა [ვიდეო/ფოტო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქალაქ ზუგდიდის №15 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის თბილისის შემდეგ პირველი სპეციალური, ინტეგრირებული ჯგუფი გაიხსნა. ჯგუფი, რომელიც ფუნქციონირებას ნომებრიდან დაიწყებს, სულ რვა ბავშვზეა გათვლილი, თუმცა ოთხი უკვე ჰყავთ. მათთან იმუშავებენ პედაგოგები, ვინც ერთკვირიანი გადამზადების კურსი გაიარა.

აღნიშნული ჯგუფი ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა, პროექტის - „საქართველოში აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა" ფარგლებში.

პროექტის მენეჯერის და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის, რუსუდან ჩხუბიანიშვილის განცხადებით, ეს არის უნიკალური მოდელი საქართველოსთვის.

„პირველი ჯგუფი თბილისში დაარსდა. მეორე ინტეგრირებული ჯგუფი ზუგდიდში გაიხსნა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური დახმარებით და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჩართულობით“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ ამ სივრციდან და დაამყარონ კომუნიკაცია, იურთიერთობონ ამავე ბაღის სხვა აღსაზრდელებთან, რათა ინტეგრირების პროცესი ბევრად ეფექტურად წარიმართოს.

თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელ ელისო ყალიჩავას განმარტებით, ინტეგრირებული ჯგუფი ფუნქციონირებას პირველი ნომებრიდან დაიწყებს. მისი მიზანი ბავშვების ადაპტირება იქნება ჩვეულებრივი, ტიპიური განვითარების მქონე პატარებთან.

„იყო ერთკვირიანი ტრენინგ-სემინარები. ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც ადგილზე აღმზრდელები და ამ ჯგუფში მომუშავე სპეც მასწავლებლები გადაამზადეს. ისინი ამ ფსიქოლოგების მიერ ჩამოტანილი პროგრამით იხელმძღვანელებენ“, - აღნიშნა მან.

აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2015 წლის ბოოდან დაიწყეს. ის რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ადვოკატირებას. ამ კომპონენტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელთა დახმარებით აუტიზმის სპექტრის მქონე პირების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის და მართვის პროტოკოლის შესახებ დოკუმენტი შემუშავდა. მისი დამტკიცების შემდეგ ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სპეციალისტისთვის, ვის კომპეტენციასაც მსგავს მდგომარეობაში მყოფ ბავშვებთან ურთიერთობა წარმოადგენს.

ჯგუფის გახსნას ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სამოქალაქო აქტივისტები როსტომ ზარანდია და ცაბუნია ვართაგავა შინაგან
საქმეთა მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილი არიან.
22:26 / 18.11.2018
სამოქალაქო აქტივისტები როსტომ ზარანდია და ცაბუნია ვართაგავა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილი არიან.
21:10 / 18.11.2018
"ფერმერის დღე", რომელიც წელს ზუგდიდში პირველად აღინიშნა, გალა კონცერტით დასრულდა.






მსოფლიო თასის „Zloty Tur
20:10 / 18.11.2018
მსოფლიო თასის „Zloty Tur" 2018-ის ტურნირში ზუგდიდელმა დავით სამუშიამ






„ფერმერთა დღეზე
19:39 / 18.11.2018
„ფერმერთა დღეზე"ყველაზე ინოვაციური დარგის ფერმერის ჯილდო
ლაივპრესის სტუდია
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე 13 დღე დარჩა.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.