შსს: დაკავებულია ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჭრაში ბრალდებული
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის, გრიგოლ მიქავას
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება 236-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გრიგოლ ჭაბუკიანი, რომელიც პარლამენტის წევრის, თენგიზ გუნავას ცოლის ძმაა. გავრცელებული ცნობებით, ჭაბუკიანი მიქავასგან ვალის დაბრუნებას ითხოვდა.
აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს, სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
გრიგოლ მიქავას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში მიაყენეს. შემთხვევა სექტემბერში, ფუნიკულიორის ტერიტორიაზე მოხდა.