ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია აირჩიეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია ხმათა უმრავლესობით 40 - 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება სხდომაზე დეპუტატებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

მანამდე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ მოსთხოვა წარდგენილ კანდიდატს, ესაუბრა ქალაქის განვითარების გეგმაზე. მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ის ამ საკითხს თავს არ აარიდებს, და მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მისივე განმარტებით არაერთხელ უსაუბრიათ, მოკლედ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას გეგმავენ. მამუკა წოწერიასვე თქმით, საკუთარ ძალებს არ დაიშურებს ამ საქმისთვის.

საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მაიზერ ნანავას გაწეული სამუშაოსთვის. მან დეპუტატებს წარმატებები უსურვა. მისი თქმით, მოწადინებულია გუნდთან ერთად იმუშაოს ქალაქის საკეთილდღეოდ. მამუკა წოწერიამ ლაშა გოგიას ახალი თანამდებობაც მიულოცა.

ენმ-ს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაუსახელებია. ანა წითლიძის თქმით, აზრი არ აქვს, რადგან უმრავლესობაში „ქართული ოცნებაა“, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, როგორი იქნება ქალაქი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ბიოგრაფია

მამუკა წოწერიამ დაამთავრა მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის მე-2 საშუალო სკოლა. 2001 წელს მაკროეკონომიკა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

1997 წელს საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 1996 წელს მაკროეკონომიკა - ივ.ჯავახიშვილის საელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

რაც შეეხება მამუკა წოწერიას სამუშაო გამოცდილებას, 2016 წლის ნოემბრიდან ამ დრომდე იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველი მოადგილე. უფრო ადრე, 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

2014-2016 წლებში ამავე საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის წევრი. ამავე პერიოდში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი.

ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე 2013-2016 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობს. არის დამფუძნებელი და დირექტორი შპს ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის.

მამუკა წოწერია 2011-2013 წლებში ეკონომიკური მრჩეველია თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში. 2010-2011 წლებში ამავე სააგენტოში მას სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2004-2008 წლებში მენეჯერ-კონსულტანტია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

2002-2004 წლებში ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების განყოფილების უფროსი, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში. მამუკა წოწერია ამავე სამსახურში კონკურენციის განვითარების განყოფილების უფროსის მოადგილეა 2000-2002 წლებში. ასევე ეკონომიკისა და სტატისტიკის სექტორის კოორდინატორი.

1998-2000 წლებში ა.ო. „საზოგადოებრივი პროგრამების ფონდში“ მუშაობს. 1996-2001 წლებში მარკეტინგის სპეციალისტია ზუგდიდის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.