ახალი ამბები
დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარეს: თქვენი შედეგით აღფრთოვანებული იქნებოდნენ სტალინი და ჰიტლერი [ვიდეო]
საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანა წითლიძემ ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ამ შედეგით, რაც დღეს კენჭისყრის პროცესში დაფიქსირდა, აღფრთოვანებული იქნებოდნენ და შეშურდებოდათ ისეთ „დიქტატორებსაც კი, როგორიც სტალინი და ჰიტლერია“. მისი თქმით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარ ქვაკუთხედს, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს, აკისრია ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია დემოკრატიის განსავითარებლად.

„ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ვიქნებით კონსტრუქციულები, მაგრამ ვიქნებით ძალიან კრიტიკულები, რადიკალურები ყველა იმ დაპირების შეხსენებით, რომელიც თქვენ მიეცით 21 ოქტომბერს ზუგდიდდელებს“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მამუკა წოწერია საკრებულოს თავმჯდომარედ 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს.