ახალი ამბები
ბათლომე შელია მამუკა წოწერიას: ჩემი ნდობა თქვენდამი არის დაბალი [ვიდეო]
ახლად არჩეული საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელია არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას შეფასებას, რომ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეებმა კარგად იმუშავეს. მისი თქმით, იყო დიდი ხარვეზები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი საკრებულოებზე ზემდგომი ორგანოების მხრიდან ზეოლა, რა პრაქტიკაც უნდა აღმოიფხვრას.

„ჩემი ნდობა თქვენდამი არის დაბალი. შეგახსენებთ დაპირებებს და ვიქნებით კრიტიკულები და კონსტრუქციულები“, - აღნიშნა მან.

მამუკა წოწერია დეპუტატებმა 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს.