ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს [ვიდეო]
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ საკუთარ მოადგილეებად ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე თაზო ფაცაცია და „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით გასული ბესიკ ჭეჟია დაასახელა. ისინი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით 39 ხმით 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ მამუკა ყურაშვილს. მან სხდომა პირადი მიზეზით დატოვა.

ანა წითლიძე დაინტერესდათუ რატომ იყო საჭირო და აუცილებლობა ორი მოადგილის თანამდებობა. პასუხად მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ასე უკეთ მუშაობისთვის იქნება უმჯობესი. კერძოდ, მისი განმარტებით, ბესიკ ჭეჟია ეკონომიკურ საკითხებს ჩაიბარებს, თაზო ფაცაცია კი სპორტის და ახალგაზრდულ საკითხებს გაუწევს კურირებას.

მანამდე საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა წოწერია საკრებულოს თავმჯდომარედ 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ აირჩიეს.