ახალი ამბები
ზუგდიდელ მოსწავლეებს შშმ პირთა მიმართ სტიგმებსა და რეალობაზე ესაუბრნენ [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ანტი-სტიგმა საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNISEF) ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, სტიგმებს, რომლებიც ამ ადამიანების მიმართ არსებობს, სწორი კომუნიკაციის დამყარების საჭიროებას მათთან, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და საზოგადოების დანარჩენ წევრებთან ინტეგრირების უზრუნველყოფას.

ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დისკუსიისას ყურადღება ასევე გაამახილეს იმ რეალობაზე, რომელიც დაკვიდრებულ მითებს უპირისპირდება. არასწორი წარმოდგენების ფორმირების მიზეზად კი მას სწორედ მცდარი ინფორმაციის გავრცელება მიაჩნია.

„კამპანიის მიზანია გავაცნოთ ეს ადამიანები საზოგადოებას, მათი შესაძლებლობები. დავანახოთ ის მრავალი ფერი, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს და ამ მხრივ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური წარმოდგენა-განწყობების შემცირებას. გვინდა მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც სხვებს, რომ პრობლემა მათში კი არ არის, იმ ბარიერებშია, რომელიც საზოგადოებაში არსებობს”, - აღნიშნა მაია ქუციკიძემ.

მისივე თქმით, გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ოფიციალურად მხოლოდ 10 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდია რეგისტრირებული. 30 ათასამდე კი ჯერაც სკოლებს მიღმა რჩება. მათ უხილავ ბავშვებს უწოდებენ, რომლებიც არსად არ ჩანან, არ ფიქსირდებიან არცერთი სისტემის მიმართ, შესაბამისად ვერ იღებენ იმ მომსახურებას, რომელიც ეკუთვნით.

„ჩვენი მიზანია დავინახოთ ეს ბავშვები“, - განმარტა მაია ქურციკიძემ.

თებერვალში დაწყებული კამპანია გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მონაწილეობით მიმდინარეობს.

დღეს დილით მსგავსი შეხვედრა კამპანიის ფარგლებში მეორე საჯარო სკოლაში, 13 ნოემბერს კი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მათ გააცნეს საგანმანათლებლო ილუსტრირებული ბროშურა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ არსებული მითები და რეალობა“ და კომიქსების კრებული „თანასწორი ურთიერთობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან“. ასევე უჩვენეს ცნობიერების ცვლილებებზე ორიენტირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების
გაქცევის საქმეზე
23:19 / 17.01.2018
დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების გაქცევის საქმეზე






გალის შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად,
15:24 / 17.01.2018
გალის შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად,






გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
14:53 / 17.01.2018
გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების






ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენის სამუშაოები
13:40 / 17.01.2018
ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენის სამუშაოები
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.