ახალი ამბები
ზუგდიდის მერი საკრებულოს სთხოვს დაამტკიცოს დებულება და საშტატო ნუსხა - ოპოზიცია წინააღმდეგია [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ერთად უნდა ვითანამშრომლოთ საკრებულო-მერიამ. ერთად უნდა დავდგეთ და გავიტანოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდება. ჩვენ კონკრეტული გეგმით მოვდივართ და განვახორციელებთ. შეხსენებაც არ იქნება საჭირო, - ამის შესახებ ახლად არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ საკრებულოს პირველ სხდომაზე განაცხადა.

„თავიდან იყო გამოთქმული აზრი, რომ საკითხები არ არის წინასწარ განხილული და ასე შემდეგ. მე მინდა დღეს გითხრათ, რომ მერია და მერი ერთი ადამიანია. სანამ სტრუქტურა არ იქნება, ელემენტარული ვერ მოვემსახურები ჩვენს მოსახლეობას. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, დღეს გაიტანოთ ეს საკითხები, და ვიმუშაოთ დღის ბოლმდე“, - განაცხადა ლაშა გოგიამ ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც საკრებულომ დღეს მერიის დებულება და საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პირველ სხდომაზე ისედაც ბევრი საკითხია წარმოდგენილი, ამიტომ შენიშვნა გამოთქვა ამ თემის ნაჩქარევად განხილვის გამო.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან იმუშაონ მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

მანამდე ლაშა გოგიამ მამუკა წოწერიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების
გაქცევის საქმეზე
23:19 / 17.01.2018
დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების გაქცევის საქმეზე






გალის შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად,
15:24 / 17.01.2018
გალის შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად,






გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
14:53 / 17.01.2018
გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების






ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენის სამუშაოები
13:40 / 17.01.2018
ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენის სამუშაოები
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.