ზუგდიდის საკრებულომ კომისიების თავმჯდომარეები აირჩია [ფოტო]
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა
და მისი ხელმძღვანელი პირები აირჩიეს, 39 ხმით 6-ის წინააღმდეგ.
კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე დავით გახარია იქნება.
იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ სანდრო სორდია დაამტკიცეს.
ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას ოთარ ქადარაია უხელმძღვანელებს.
საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა გახდა.
რა შეეხება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიას, მისი თავმჯდომარე ეკა კიფაიაა.
მანამდე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. დაფუძნდა ფრაქციაც - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც პარტიული სიის მეორე ნომერი თამუნა ჯიქია უხელმძღვანელებს.