ახალი ამბები
საკრებულომ მერიის დებულება და საშტატო ნუსხა დაამტკიცა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დასრულებამდე დატოვეს. მათი უკმაყოფილების მიზეზი გახდა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების სიმრავლე და მნიშვნელობა. „ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას განცხადებით, შემოიტანეს სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტი, მერიის და საკრებულოს დებულებები, საკითხი საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ.

„ას გვერდზე მეტია. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ იცნობენ ამ დოკუმენტს. ჯერ ერთი საიდან იცნობენ ამ დოკუმენტს და პირდაპირ იღებენ დავალებით, რომ გინდა თუ არა, უნდა მისცენ ხმა“, - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის თქმით, არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა ერთ დღეს, რადგან ამ დოკუმენტებზე როგორც მათ, ასევე უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვთ:

„წარმოდგენა არ გვაქვს რა საშტატო ნუსხა უნდა დამტკიცდეს და საერთოდ, რა თანამდებობრივ სარგოებზე უნდა იყოს საუბარი. უბრალოდ განაცხდეს, რომ მათ ასე უნდათ, და არ აინტერესებთ არცერთი საკრებულოს წევრის აზრი. ეს არის ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ არჩეული თანამდებობის პირები საკრებულოს აქცევენ ჩვეულებრივ სანოტარო ბიუროდ, რომელიც ისევე მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“.

ოპოზიციონერ დეპუტატებს არ დაეთანხმა ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავა, რასაც სიტყვიერი შეკამათებაც მოჰყვა.

„მე ძალიან სწრაფად გავეცანი და ეტყობა თქვენზე სწრაფად ვკითხულობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის წაკითხვაში ორი დღეც გეყოფათ“, - მიმართა მან საკრებულოს წევრებს.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ მათ სხდომაზე გაიტანეს ის დოკუმენტები, რომელიც აუცილებელია საკრებულოს და მერიის ფუნქციების განსახორციელებლად, საგადასახადო და რეესტრში სარეგისტრაციო საქმიანობისთვის. მამუკა წოწერია ამბობს, რომ ეს სტანდარტული დოკუმენტებია, რომლის გაცნობის საშუალება ყველა დეპუტატს ქონდა.

„ასევე, თუ რამე პრინციპული სახის შენიშვნები აქვთ, აწიც ექნებათ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანონ. ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიშიც შეიძლება ცვლილებების შეტანა“, - აღნიშნა მან.

საბოლოოდ ყველა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი საკრებულომ დაამტკიცა, ოღონდ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ხუთი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა და მისი ხელმძღვანელი პირები აირჩიეს, 39 ხმით 6-ის წინააღმდეგ.

მანამდე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები აირჩიეს. დაფუძნდა ფრაქციაც - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც პარტიული სიის მეორე ნომერი თამუნა ჯიქია უხელმძღვანელებს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.