ახალი ამბები
მერაბ ქვარაია ზუგდიდის საკრებულოზე: მზად ვარ აქტიურად ვითანამშრომლო
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ განცხადება გაავრცელა, სადაც მან ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატებს წარმატებები უსურვა. ასევე, მან მადლობა გადაუხადა წინა მოწვევის საკრებულოს თანამშრომლებს და ქალაქის მერს.

„ზუგდიდის ახლადარჩეულ საკრებულოს დეპუტატებს დღეს ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას ზუგდიდის საკრებულო.

მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებს, კომისიის თავმჯდომარეებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას და რაც ყველაზე მთავარია - ზუგდიდის ამომრჩევლებს.

ასევე მინდა დღეს მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებს, ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვზრუნავდით და ვთანამშრომლობდით უკეთესი ზუგდიდისთვის.

წინამორბედმა თვითმმართველობამ ბევრი რამ შეძლო, ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელია, წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები გველის. მჯერა ადგილობრივი ხელისუფლება ახალი შემართებით ღირსეულად გაართმევს თავს ამ გამოწვევებს.

მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მზად ვარ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლო და ყოველმხრივ შევუწყო ხელი თვითმმართველობას იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც მათ წინაშეა, რათა საზოგადოებამ მაქსიმალურად მიიღოს ყველა სიკეთე, რომელსაც ელის.

გისურვებთ წარმატებებს თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, - წერია განცხადებაში. მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტის მივლინებით იმყოფება არგენტინაში, ბავშვთა უფლებების დაცვის მე-4 გლობალურ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508
პედაგოგია. მათგან
13:15 / 26.04.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508 პედაგოგია. მათგან






პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია
13:00 / 26.04.2018
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია






ხობის მკვიდრის, პაპუნა ნანეიშვილის ნათესავებმა საპროტესტო აქცია
გამართეს
12:24 / 26.04.2018
ხობის მკვიდრის, პაპუნა ნანეიშვილის ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს






საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
11:03 / 26.04.2018
საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.