ზუგდიდის ბულვარის რეკონსტრუქცია დაიწყო - როგორი იქნება განახლების შემდეგ [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის
რეკონსტრუქცია დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის ძველი არხის
დემონტაჟი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გრინსერვისი“ ატარებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს ჯამური ღირებულება 789 970,49 ლარია.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე ვერ მოესწრება. ამიტომ, პირველ რიგში მოხდება არხის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება.
პროექტით დაგეგმილია მოაჯირებიანი ხიდ-გადასასვლელების, სარწყავი სისტემისა და წყალსაწრეტის მოწყობა, ასევე დეკორატიული ქოთნების განთავსება.
დარჩენილი სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან გაგრძელდება. დოკუმენტის მიხედვით, მცენარეთა დარგვა უნდა მოხდეს ადრე გაზაფხულისთვის, თებერვლისა და მარტის თვეებში.
დენდროლოგიური პროექტით გათვალისწინებულია ბულვარში არსებული გადაბერებული და უსახური 17 მცენარის მოჭრა-ამოძირკვა, ადამიანთა და კომუნიკაციების უსაფრთხოების მიზნით ხმელი მცენარეების მოჭრა, ცოცხალი მცენარეების გათავისუფლება ხმელი ტოტებისგან, მოჭრილი მცენარეების ადგილზე კი ახალი, იგივე სახეობის მცენარეთა დარგვა, ასევე უსისტემოდ დარგული, გადაზრდილი მცენარეების გასხვლა-ფორმირება.