სვანეთში საგვარეულო კოშკების და მაჩუბების აღდგენა გაზაფხულიდან განახლდება
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის
პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ჩაჟაშში ნიჟარაძეების 12
საგვარეულო მაჩუბი და კოშკი რეკონსტრუირდა, რომელთა მნიშვნელოვანი
ნაწილის ფიქალის ქვის გადახურვა სრულად შეიცვალა და განახლდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
წარმოებული სამუშაოების ფარგლებში გამოფიტული კედლების საპირე წყობა
დაზიანებულ სეგმენტებზე დაიშალა და ხელახლა აღდგა კირ-დუღაბით. მშრალი
ქვის წყობის ბზარები შეივსო და ფარული რკინა-ბეტონის და რკინის
სალტეებით გამაგრდა.
ამასთან, სრულად შეიცვალა გადახურვის ხის კონსტრუქციები, რომლებიც ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა და ანტისეპტიკურად დამუშავდა. მაჩუბების და ციხე-კოშკების ნაწილის საძირკვლები გაძლიერდა კირ-დუღაბის ხსნარით. მაჩუბების სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები სრულად აღდგა. ზოგან შეიცვალა ხის კარები ავთენტურობის დაცვით.
ფიზიკური სამუშაოების პროცესი მომავალი წლის გაზაფხულიდან განახლდება, რომელიც სარეკონსტრუქციო ციხე-კოშკების და მაჩუბების სახურავების და კედლის საპირე წყობების აღდგენა-გამაგრებას მოიცავს. იგეგმება იმ ციხე-კოშკისგანახლებაც, სადაც ამჯამად უშგულის არქეოლოგიური მუზეუმია განთავსებული.
ჩაჟაშში კომპლექსური სამუშაოები 2014 წლიდან დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულდეს. სოფელში ამ დროისთვის 50-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულად აღდგენილია 30 ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულდა ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც.
სააგენტოსვე ცნობით, ისინი სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებენ. ბოლო სამი წლის მანძილზე უკვე აღდგა 70-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.
არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეკონსტრუქციას 160-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში, სადაც ყველაზე მეტი სვანური კოშკია შემორჩენილი, მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელიც მუზეუმადაა გამოცხადებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს.
გადმოცემის თანახმად, ჩაჟაში თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო. ჩაჟაში სვანურად ცხენების სადგომს ნიშნავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა. შედეგად, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება.
სოფელ ჩვიბიანში XV საუკუნეების მურყვამის - სვანური კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მეორე დღეს, უშგულის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, თუ შესაბამისი უწყებები დროულად არ მიხედავენ შექმნილ ვითარებას, შესაძლოა ყველა კოშკი ჩამოინგრეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რესტავრატორთა ჯგუფი სოფელ ჩვიბიანში ჩამოშლილი საგვარეულო კოშკის გაწმენდით სამუშაოებს შეუდგა.
რეაბილიტაციის პროცესს, 2016 წლიდან, სააგენტო თანადაფინანსების სახით ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს.