სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი ხელვაჩაურის რაიონის
სოფელ სარფში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 97
აბი და 3 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.