ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოში მოსწავლეებმა იმიტირებული სხდომა გამართეს [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. 9-12 კლასის მოსწავლეებმა განიხილეს და ვერდიქტი გამოიტანეს გამოგონილ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც ქმრის მიერ ორსული ცოლის წინასწარი შეცნობით, განზრახ მკვლელობას შეეხებოდა. აქ ყველაფერი თითქმის ისევე იყო, როგორც ნამდვილ სხდომებზე, პროკურატურის და დაცვის მხარის მოხსენებებით, მოწმეების დაკითხვით, ნაფიც მსაჯულთა სხდომით და განაჩენზე მსჯელობით.

აქტივობა არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ინიციატივით შედგა. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბულიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცოდნის განვითარებაა. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის 50-მდე ახალგაზრდა შეკრიბეს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო უნარ-ჩვევებში მოამზადეს. ამისთვის კვალიფიციური ტრენერები საგანგებოდ თბილისიდან მოიწვიეს.

„მონაწილეებს მივეცით ერთკვირიანი ვადა, რომ მოემზადებინათ საქმე და შესაბამისად წარდგენილიყვნენ სასამართლოს წინაშე. ჩვენი ტრენერები ეხმარებოდნენ მათ და აქტიურ კონსულტაციას უწევდნენ თუნდაც შესავალი სიტყვის დაწერაში, დასკვნითი სიტყვის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების მომზადებაში. 4-5 ნოემბერს გვქონდა პროცესები, სადაც გამოვლინდა ორი საუკეთესო ჯამური შედეგების მქონე გუნდი. დღეს კი ფინალი შედგა“, - აღნიშნა დავით ბულიამ.

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მათი მიზანი და სამომავლო გეგმაა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა და მსგავსი აქტივობების განხორციელება. თუმცა მანამდე ზუგდიდში ახალგაზრდების მონაწილეობით სასამართლოს შემდეგ იმიტირებული გამოძიებაც გაიმართება. მოსწავლეებს დებატების ჩემპიონატსაც შესთავაზებენ.

თავის მხრივ, იმიტირებულ სასამართლო პროცესში ჩართულმა სკოლის მოსწავლეების განმარტებით, საინტერესო აღმოჩნდა ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბევრი სიახლე შეიტყვეს. გვითხრეს ისიც, რომ ბევრი მათგანის ინტერესი მომავალში სწორედ ამ სფეროს უკავშირდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.