ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზით დასტურდება რომ „ლენდო“ სხვა პირმა დააყაჩაღა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ
გიორგი კუკავას ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს
სასამართლო უახლოეს სხდომაზე გაათავისუფლებს. როგორც „ლაივპრესს“
იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, დაცვის მხარემ (იოსებ ჯანაშია, იზა შანავა
და ვახტანგ გაბედავა) სირთულეების მიუხედავად მოიპოვა მნიშვნელოვანი
მტკიცებულება, რომელიც საქმეს არსებითად ცვლის.
ადვოკატის განცხადებით, ორშაბათს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე წარადგენს ექსპერტიზის შედეგებს, მათ შორის თითის კვალის ნიმუშს (დაქტივო ბარათს), რომელიც ადასტურებს, რომ ყაჩაღობა არა გიორგი კუკავამ, არამედ იგივე ბრალდებით გასამართლებულმა მსჯავრდებულმა ზურაბ ფარცვანიამ ჩაიდინა.
„გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. მოვიდა პასუხები, რომ მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდები ემთხვევა „ლენდოდან“ ამოღებულ ნიმუშებს“, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
გიორგი კუკავას ინტერესების დამცველ ადვოკატებს მანამდეც არაერთხელ გაუკეთებიათ სხდომაზე განცხადება, თითქოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სხვა პირმა დააყაჩაღა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ეს შესაძლოა იყოს მსჯავრდებული ზურაბ ფარცვანია, რომელმაც „ლენდოს“ დაყაჩაღებამდე ერთი დღით ადრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის მიღებაზე უარი მიიღო. ამჯერად ის სხვა ობიექტის დაყაჩაღების ბრალდებით სასჯელს იხდის.
„ლენდოს" დაყაჩაღების საქმის მორიგი განხილვა 27 ნოემბერს ჩაინიშნა.
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ 16 მარტს დააყაჩაღეს. ოფისში ერთი პირი შეიჭრა და სათამაშო იარაღის გამოყენებით 5 ათასი ლარი გაიტაცა. საქმესთან დაკავშირებით იმავე დღეს გიორგი კუკავა დააკავეს. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში მუხლის გულისხმობს თავისუფლების აღკვეთს 5-დან 7 წლამდე.