ვიცე-მერი: გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელიც მთლიანად გადაახალისებს ზუგდიდის ინფრასტრუქტურას [ვიდეო]
მთავარი კრიტერიუმი იქნება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩემი
ზუგდიდელების
კეთილდღეობა. უფრო მოხერხებული საცხოვრებელი ზუგდიდი, უფრო მიმზიდველი
ტურისტებისთვის, - განუცხადა ახლად დანიშნულმა ვიცე-მერმა გია
გულორდავამ „ლაივპრესს“, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით
საუბრისას.
მისი განმარტებით, უკვე ხორციელდება არაერთი პროექტი, მათ შორის წყალმომარაგების, თეატრის რეკონსტრუქციის. იგეგმება ბოტანიკური ბაღის აღდგენაც, თუმცა ვიცე-მერმა ზუგდიდისთვის ბევრად ამბიციური პროექტების განხორციელებაც დაანონსა.
„ამის შესახებ ყველანი ძალიან მალე შეიტყობთ. ეს მთლიანად გადაახალისებს ზუგდიდის ინფრსატრუქტურას“, - გვითხრა გია გულორდავამ.
ზუგდიდის ახლად არჩეულმა მერმა დღეს მოადგილეები და სამსახურის ხელმძღვანელი პირები წარადგინა. მისივე ინფორმაციით, მერიას და საკრებულოს ჯამში 351 თანამშრომელი ეყოლება.