ახალი ამბები
სოხუმი მემორიალის კორექციაზე: არ დავუშვებთ ერთ რიგში დავაყენოთ სამშობლოს დამცველები და აგრესორები
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ შეხვედრა გამართა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან, ანტი ტურენენთან, გიუნტერ ბეხლემორთან და ტოივო კლაართან. შეხვედრის დასაწყისში ის მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ახალ თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს და გამოთქვა იმედი, რომ მისი მონაწილეობა საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში მოიტანს საკუთარ შედეგს.

დე ფაქტო მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა შოტლანდიის ქალაქ კილმანორსკში აფხაზთა ხსოვნის მემორიალის დემონტაჟზე. აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა ქართული მხრიდან ისმის განცხადებები, მემორიალზე წარწერის იმგვარად ცვლილების, რომ ის შეესაბამებოდეს სამშვიდობო პროცესს და აფხაზი და ქართველი ხალხის დაახლოებას.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი ინიციატივები დაუშვებელია, და რომ აფხაზურმა საზოგადოებამ უკიდურესად ნეგატიურად მიიღო ეს ინციდენტი. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, ერთ რიგში დააყენონ სამშობლოს დამცველები და აგრესორები“, - მიმართა დაურ კოვემ შეხვედრის მონაწილეებს.

თანათავმჯდომარეებს გადასცეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვა, სადაც აფხაზური მხარე მათ სთხოვს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მემორიალის დემონტაჟთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ევროკავშირის მხრიდან თანათავმჯდომარე ტოივო კლაარმა დაურ კოვეს კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მემორიალებს აღმართავენ განსაზღვრულ დროს და ადგილას. აღნიშნა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად.

„ჩვენ მივმართავთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, პატივისცემით მოეპყრან წარსულის მემკვიდრეობას“, - განმარტა ტოივო კლაარმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ კილმარნოსკში მემორიალის დემონტაჟი მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ მიუთითეს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ეს მემორიალი შეიცავდა პოლიტიზირებულ სიმბოლიკას და არ იყო შესაბამისობაში იმ პოლიტიკასთან, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შესაბამისად, მათ გადაწყვიტეს, ამის გამოსწორება.

როდის დაიდგა კილნმარნოკში ეს მემორიალი, ინფორმაცია სამინისტროში არ აქვთ. ამბობენ, რომ სავარაუდოდ 1993-96 წლებში. ზუსტი თარიღის შესახებ, მათივე განმარტებით, არ იციან არც ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში.

დაურ კოვემ ყურადღება თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ასევე გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათ თანხმობა განაცხადეს საქართველოში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებაზე. დე ფაქტო მინისტრის თქმით, ეს ფაქტი მათ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.