ზუგდიდის მერიიდან 47 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ზუგდიდის მერიის თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია რეორგანიზაციას ასახელებს.
„მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად მოხდა რეორგანიზაცია და მერიისა და გამგეობის თანამშრომლების ნაწილმა სამსახური დატოვა. მათ მონაცემებს ჩვენ გავუგზავნით საჯარო ბიუროს, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მათ ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი სამი თვის ანაზღაურებას, ფულად კომპენსაციას მიიღებენ“, - უთხრა „ლაივპრესს“ ლაშა გოგიამ.
რაც შეეხება მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსის დავით ესებუას სამსახურიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ცნობას, მერის თქმით, მან თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე არაფერი იცის.
„გუშინ მაგიდაზე დამხვდა მისი განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, აქვს თუ არა კავშირი მისი სამსახურიდან წასვლას მერიის თანამშრომლის დაკავებასთან მე ვერ ვიტყვი, არ ვიცი“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.