ახალი ამბები
ზუგდიდის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი: არ ვარ ნაწყენი
ზუგდიდის მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმეტესობას მედიასთან საუბარი არ სურს. ისინი ამბობენ, რომ არც სასამრთლოში ჩივილს აპირებენ.

„არ ვარ ნაწყენი, მოხდა უბრალოდ რეორგანიზაცია და ხომ იცით ამ დროს როგორც ხდება, ხან დაწინაურებაა, ხანაც სამსახურიდან წასვლა. მე ვიცდი, დარწმუნებული ვარ, რომ რამე გამოჩნდება, არავის დავადანაშაულებ იმაში, რომ მე ვერ მოვხვდი სამსახურში. წინასწარ არაფერს ვამბობ, ვფიქრობ რომ გამოჩნდება ისევ ვაკანსია“, - უთხრა „ლაივპრესს“ გოდერძი ტიბუამ, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

„ლაივპრესი“ მერიიდან გათავისუფლებულ კიდევ რამდენიმე თანამშრომელს დაუკავშირდა, თუმცა მათაც განაცხადეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურთ, რადგან სამსახურში დაბრუნების იმედი აქვთ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მერიიდან რეორგანიზაციის მიზეზით, 47 ადამიანია გათავისუფლებული.

„მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად მოხდა რეორგანიზაცია და მერიისა და გამგეობის თანამშრომლების ნაწილმა სამსახური დატოვა. მათ მონაცემებს ჩვენ გავუგზავნით საჯარო ბიუროს, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მათ ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი სამი თვის ანაზღაურებას, ფულად კომპენსაციას მიიღებენ“, - განაცხადა ლაშა გოგიამ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბიჭვინთაზე საიმიჯო
20:21 / 19.07.2018
აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბიჭვინთაზე საიმიჯო






თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი
15:43 / 19.07.2018
თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი






აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია
უახლოეს მომავალში დაიწყება.
15:34 / 19.07.2018
აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება.






ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019
წელს უნდა დასრულდეს.
14:24 / 19.07.2018
ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019 წელს უნდა დასრულდეს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.