ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: ახალ დასახლებაში არსებული პრობლემები უმოკლეს ვადაში მოგვარდება
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილებთან, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია მივიდა.

მან დევნილებს განუცხადა, რომ წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზადაა, რომ ჩაიბაროს ობიექტი და უმოკლეს ვადაში მოაგვაროს პრობლემები, რაც შეეხება სასმელი წყლის ხარისხს, გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ მისი მიღებისგან, რადგან ექსპერტიზის მომაცემებით წყლის ხარისხი სახარბიელო არ არის. წყლის საფასურის გადახდა კი ეტაპობრივად დაგეკისრებათ“, - უთხრა დევნილებს მამუკა წოწერიამ.

მისივე განაცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ასევე, დევნილების დასახლებაში არსებული კანალიზაციის პრობლემების მოსაგვარებლად.

ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ციალა ქობალიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მოუწესრიგებელი საგადასახადო სისტემის გამო დასახლების მცხოვრებლებს მოხმარებული წყლის საფასურად მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი მოუვიდათ. მისი თქმით, საუბარია 20-ზე მეტ ათას ლარზე. აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ გარკვეული ვალდებულებებით ჩაიბაროს ობიექტი. მათ შორის ითხოვენ, რომ მოხმარებული წყლის საფასურზე ინფორმაცია ოჯახებმა ქვითრის სახით მიიღონ.

ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა არაერთხელ შეექმნათ. წყლის საქაჩი, საიდანაც მარაგდება დასახლება, ელექტროენერგიის დახმარებით მუშაობს. დავალიანება დევნილებს მოხმარებული წყლის გამო ენერგოკომპანიასთან დაუგროვდათ, რა მიზეზითად „ენერგო-პრო -ჯორჯიამ“ წყლის საქაჩს დენის მიწოდება შეუწყვიტა. შედეგად დასახლება წყლის გარეშე დარჩა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბიჭვინთაზე საიმიჯო
20:21 / 19.07.2018
აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ ბიჭვინთაზე საიმიჯო






თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი
15:43 / 19.07.2018
თეთნულდში სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი






აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია
უახლოეს მომავალში დაიწყება.
15:34 / 19.07.2018
აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია უახლოეს მომავალში დაიწყება.






ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019
წელს უნდა დასრულდეს.
14:24 / 19.07.2018
ცენტრალური პარკის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხობში 2019 წელს უნდა დასრულდეს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.