ახალი ამბები
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მთავრობას ახალი სტრატეგია აქვს
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ახალი სტრატეგია შეიმუშავა. „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მავნებელთან ბრძოლა სამი მიმართულებით იგეგმება: მოსახლეობის ინფორმირება, მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ჯამში დაახლოებით 50 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა ამ თანხის ნაწილი, დაახლოებით 35 მლნ ლარის დახარჯვა 2017 წლის დეკემბერში მოხდება.

სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის დეკემბერში წამლის და მანქანების შეძენა მოხდება. 2018 წლის ბიუჯეტში ფაროსნას წინააღმდეგ ბრძოლისთვის 14 მლნ გამოიყოფა. სამინისტროში განმარტავენ, რომ საერთო ჯამში მავნებელი მწერის წინააღმდეგ სახელმწიფო დაახლოებთ 50 მლნ ლარს დახარჯავს.

„მომავალი წლისთვის, ნაცვლად 12-სა 132 მანქანა გვექნება. ეს არის ჩვენი პარკის სერიოზული გაძლიერება, რათა დროის მოკლე მონაკვეთში ეფექტურად განვახორციელოთ მავნებელზე დარტყმა. ამავე მიზნებისთვის ჩვენ დაახლოებით 16 მლნ ლარის წამალს ვყიდულობთ,”-აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მავნებლის წინააღმდეგ პირეტროიდული ჯგუფის ბიფეტრინის შემცველ პრეპარატებს გამოიყენებს. კითხვაზე – საკმარისია თუ არა დაახლოებით 50 მლნ ლარი ფაროსნას წინააღმდეგ საბრძოლველად, გიორგი ხანაშვილი გვპასუხობს, რომ ეს თანხა საკმარისია წამლის და ტექნიკის შესაძენად.

„ჩვენ გვაქვს რაიონები, სადაც შეიძლება ერთი ფაროსანა იყოს ან ორი. ბუნებრივია, აქ მასიური ბრძოლა და მილიონების ხარჯვა ამ ეტაპისთვის საჭირო არ არის,”-აცხადებს გიორგი ხანიშვილი.

მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ 2017 წელს სამინისტრო მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებდა და ეს მონიტორინგი 2018 წელსაც გაგრძელდება. მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, როგორიცაა ქიმიური წამლობა. გიორგი ხანაშვილის თქმით, მონიტორინგი 30-40 ათასი ფერომონების დაყენებას გულისხმობს, რაც ინფორმაციის მიღებას მთელი საქართველოდან უზრუნველყოფს.

„იმ რაიონებში, სადაც დამაზიანებელი რაოდენობის ფაროსანა იქნება, მის წინააღმდეგ ბრძოლა წარიმართება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. მომავალ წელს მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობა როგორ იბრძოლებს მავნებლის წინააღმდეგ, რადგან 800 ათასი ფერმერის გასაკეთებელს სახელმწიფო ვერ გააკეთებს,”- აცხადებს გიორგი ხანიშვილი.
შვეიცარიაში ბიოლოგიური კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელია ტიმ ჰეი კი ხელისუფლებას ურჩევს გააგრძელოს მონიტორინგი და ნარგავების ქიმიური დამუშავება.

„შვეიცარიაში ამ წლამდე ფაროსანა არ გამოჩენილი, თუმცა იტალიაში ეს დიდი ხანია არსებობს და სერიოზული პრობლემაა. ქიმიური საშუალებების გამოყენება ეფექტურია, მაგრამ ფაროსანა ვრცელდება ბუნებაშიც, სადაც ქიმიურ წამალს ვერ გამოიყენებ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებები გამოვიყენოთ. მაგალითად, წელს ვაპირებთ ჩინეთიდან შემოვიყვანოთ ჩინური კრაზანა, რომელიც ანადგურებს ფაროსანას კვერცხებს. იმედი გვაქვს ეს კარგ შედეგს გამოიღებს,”- აცხადებს ტიმ ჰეი.

მისივე თქმით, ბუნებრივი მტრის გავრცელებას რამდენიმე წელი სჭირდება, თუმცა ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია. აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს მავნებელმა მწერმა მეთხილეობის დარგს 50–60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. რა თანხა იზარალეს ფერმერებმა 2017 წელს ჯერჯერობით უცნობია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის
„თაუნ პარკისთვის“
12:47 / 18.10.2018
გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის „თაუნ პარკისთვის“






ზუგდიდში 19 ოჯახს „ერთი თბილი ოთახის“ ფარგლებში ფართს
გაურემონტებენ.
12:03 / 18.10.2018
ზუგდიდში 19 ოჯახს „ერთი თბილი ოთახის“ ფარგლებში ფართს გაურემონტებენ.






ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე
ეტაპი დასრულდა.
11:57 / 18.10.2018
ბზის ალურით დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლის მესამე ეტაპი დასრულდა.






რუსეთი კალინინგრადის ოლქში ახორციელებს ოთხი სამხედრო ობიექტის
11:36 / 18.10.2018
რუსეთი კალინინგრადის ოლქში ახორციელებს ოთხი სამხედრო ობიექტის
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.