ახალი ამბები
ოპოზიცია ზუგდიდის მერიას ბიუჯეტის არასრულყოფილი პროექტის გამო საყვედურობს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელიამ შენიშვნა გამოთქვა იმის გამო, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიებში ამ დრომდე პროგრამული ნაწილის გარეშე უწევთ, და შესაბამისად არ აქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად რისთვის რა თანხა უნდა დაიხარჯოს.

„არ შეიძლება მუდმივად ასეთ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ მოგვეცით, დაგვანახეთ. კი ბატონო, თქვენ მილიონები წარმოგვიდგინეთ აქ, მაგრამ რაში უნდა დაიხარჯოს, კონკრეტულად რა ღონისძიებებზეა გათვლილი, ახალი რა არის, ძველი რა რჩება არ ვიცით“, - აღნიშნა მან კომისიის სხდომაზე.

საპასუხოდ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მურთაზ ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ წლევანდლამდე მსგავს ვითარებაში ბიუჯეტის პროექტზე არ უმუშავიათ. ამ პირობებში, მისი თქმით, ყველა გაერთიანებული მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. მურთაზ ბოკუჩავა ამბობს, რომ რაც კი დღესაა წარმოდგენილი, ისიც დაჩქარებულად მომზადდა.

მერიის წარმომადგენლისვე განმარტებით, პროგრამული ბიუჯეტი ყოველთვის 15 ნოემბრამდე შემოდიოდა, თუმცა ამის შესაძლებლობა წელს არ ქონდათ.

„14 ნოემბერს იქნა ცნობილი ხელისუფლების უფლებამოსილება სამართლებრივად. ამას დამატებული კადრების დაკომპლექტება, ფუნქციების განაწილება, არ ვიცოდით ვინ სად მოვხვდებოდით. ვის რა მიმართულება ექნებოდა. უახლოეს პერიოდში შემოვა ჩაშლილი, ანუ პროგრამული ბიუჯეტი, სფეროების, ორგანიზაციული კოდების მიხედვით. მასთან ერთად 2018-2020 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი“, - განმარტა მურთაზ ბოკუჩავამ.

თუმცა, მერიის წარმომადგენლის თქმით, ეს შესაძლოა არ იყოს გამამართლებელი არგუმენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, საკრებულოს წევრი კი ითხოვს იმას, რაც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.

თავის მხრივ, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ეკა კიფაიამ ბათლომე შელიას უთხრა, რომ სამსახურის განყოფილებებს აქვთ ჩაშლილი ვარიანტი და შეუძლია მანამდე იმ დოკუმენტებით იხელმძღვანელოს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვა 30 ნოემბერს დაიწყო და ამ დრომდე პროგრამული ნაწილის გარეშე გრძელდება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.