ახალი ამბები
ზუგდიდის ახალ დასახლებაში წყალი სასმელად კვლავ უვარგისი იქნება [ვიდეო ]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების საპროტესტო აქცია დასრულდა მას შემდეგ რაც შეკრებილებს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაესაუბრა. მასთან ერთად იმყოფებოდა ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა.

მამუკა წოწერიამ აქციის მონაწილეები დააიმედა, რომ პრობლემა ხვალ დღის ბოლომდე მოგვარდება. კერძოდ მისი მტკიცებით, დასახლების წყლის სისტემას სამართავად „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გადაიბარებს, რომელსაც მოუწევს წყლის ხარისხზე და მის მიწოდებაზე პასუხისმგებლობის აღება.

საკრებულოს თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა დასახლების მცხოვრებლებს, რომ არ გამოიყენონ წყალი სასმელად მას შემდეგ რაც აღდგება, სანამ რეკომენდაციას არ გასცემს შესაბამისი უწყება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ წყლის ხარისხის კონტროლს მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელებს. სანამ ეს კომპანია არ დადებს დასკვნას, რომ წყალი სუფთავდება და უკვე მიზანშეწონილია მისაღებად რაღაცნაირად უნდა გავიჭირვოთ. მესმის, რომ მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ რეალობა ასეთია. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ მიიღონ გადახარშული წყალი. რამენაირად ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გავიჭივოთ“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მისივე ინფორმაციით, მოხდება შესწავლა საკითხისა თუ რამ გამოიწვია წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლემები ლაღიძის ქუჩაზე. საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებით, ამ საქმეში ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, მათ შორის ეს იქნება კორპუსების მშენებელი კომპანია თუ სხვა, ყველას მოეთხოვება პასუხი.

რაც შეეხება დავალიანებას, რომლის გამო წყლის მიწოდება შეწყდა, მამუკა წოწერიას თქმით, მისი გადახდა მოხდება ეტაპობრვიად რასაც ასევე „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს.

ანალოგიური განცხადება გაკეთდა დღეს ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოში. ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მაქსიმუმ ერთ დღეში საკითხი მოგვარებული იქნება. მისი სიტყვებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შორის.

საპროტესტო აქცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დღეს საღამოს გამართეს. მათი მოთხოვნაა აღდგეს წყლის მიწოდება, შემოწმდეს მისი ხარისხი, შეაკეთონ საკანალიზაციო მილები, რომლებიც ხშირად ამორტიზებულია და ანტისანიტარიული ვითარება იქმნება. გარდა ამისა აქციის მონაწილეები ითხოვენ წყლის სისტემის მართვა ჩაიბაროს კერძო კომპანიამ და მათ გადასახადი დაეკისროთ მოხმარებული წყლის მიხედვით, ქვითრების საშუალებით.

ლაღიძის ქუჩაზე წყლის პრობლემა დევნილებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ხშირად ფუჭდებოდა საქაჩი სისტემა, ასევე ცუდი იყო წყლის ხარიხი. 2016 წელს დასახლებაში წყალმა 111 ადამიანი მოწამლა. მოგვიანებით ადგილობრივ მცხოვრებლებს დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრობლემა მოგვარებულია და წყლის მიღების ნებართვა მისცეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დევნილებს წყლის მიწოდება ისევ შეუწყდათ, ამჯერად დავალიანების გამო. წყლის საქაჩი, რომელიც ელექტროენერგიის საშუალებით მუშაობს ენერგოკომპანიამ გათიშა რადგან აბონენტებს დაგროვილი ჰქონდათ 20 ათასი ლარის დავალიანება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.