ახალი ამბები
პრემიერი: არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგია, ახლავე მივიღოთ ზომები სკოლის და მისი შემოგარენის დასაცავად
ჩვენ გვჭირდება, კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ, ერთობლივად გავატაროთ ის ზომები, რომლებიც პირველ რიგში თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს, პრევენციას მოახდენს, მაგრამ, უფრო სიღრმისეულად შევხედოთ მიზეზებს, თუ რატომ ხდება ასეთი უბედურება ჩვენს ქვეყანაში, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორავას ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის გაეცნო ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოხმაურებებს და ფიქრობს, რომ სახელმწიფომ პირველ რიგში, მაგრამ, მთლიანად საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ახალგაზრდებთან.

„ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ ისინი ამ პრობლემას, რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ასეთი ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას. მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრით შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნები და დავსახოთ სამომავლო სტრატეგიები.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, პირველ რიგში განათლების მინისტრს ვთხოვო, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გავააქტიუროთ საუბარი ჩვენს ახალგაზრდებთან, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა, მათ შორის სამართალდამცავების კუთხით, რათა ასეთი ტრაგედია არ განმეორდეს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვრიკაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტურად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შეიძლებოდა ვინმე დაუსჯელი დარჩენილიყო. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ არ სჭირდებათ ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს განხორციელდეს, არამედ დღესვე გარკვეული ზომების მიღება სკოლის და მისი შემოგარენის დაცვის მიზნით. ეს იმიტომ, რომ მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვების არ ეშინოდეთ.

„უმოკლეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ. ამასთან ერთად, ალბათ საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც და მინდა, იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულების კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. მომხადრში ბრალდებული ერთი პირი მალევე დააკავეს, მეორე კი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა. 
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.