ახალი ამბები
სოფელ ურთაში მგელმა ძროხა დაგლიჯა
სოფელ ურთაში წუხელ ღამით ერთ-ერთ ოჯახს მგელმა ძროხა დაუგლიჯა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ სოფლის მცხოვრებმა ზაურ კვირკველიამ განუცხადა. ამბობს, რომ ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მგელი შინაურ პირუტყვს ანადგურებს. ერთი თვის განმავლობაში ამ რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. დაახლოებით ორი კვირის წინ ორი სული პირუტყვი მგელმა მასაც დაუგლიჯა.

„მრავალჯერ მივედით, მგლებზე ნადირობის ლიცენზია რომ მოგვცენ, არადა გარემოს დამცველები ჯარიმებით გვემუქრებიან. 6 ათასი ლარიო ერთ სულ მგელს თუ მოვკლავთ. ვერ გავდივართ სანადიროდ. ლიცენზიას კიდევ რა კრიტერიუმებით არიგებენ, არ ვიცი“, - გვითხრა ურთის მცხოვრებმა.

ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ განუმარტეს, რომ შინაური პირუტყვის დაგლეჯის შესახებ მათ ინფორმაცია არ მიუღიათ. მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა მერის წარმომადგენელმა ურთაში ბადრი ნინუამ. ჟურნალისტებისგან შეიტყო ფაქტის თაობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე ზაზა ქარჩავამაც.

„ურთიდან არავინ დამკავშირებია. არადა მიცნობენ. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურმა სამი ერთეული მგლის მოკვლის ნებართვა პირადად მე გადმომცა დაახლოებით ერთი თვის წინ. მონადირეთა ჯგუფი გადის სანადიროდ, მე დამირეკავს და არანაირი პრობლემა არ არის. სოფლიდან გვიკავშირდებიან, როცა შემოსევაა მგლების. ადგილზე მივდივართ და ვაკონტროლებთ ტერიტორიას“, - გვითხრა ზაზა ქარჩავამ.

მისივე თქმით, როცა ეს სამი ლიცენზია ამოიწურება, 2018 წელს კიდევ 15 მგლის ამოღების ნებართვას მიიღებენ. მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ ლიცენზია კერძო პირებზე არ გაიცემა, რადგან ხშირია ბარკონიერობის შემთხვევები, როცა კლავენ შველს, ან კურდღელს, რაც დაუშვებელია.

მგლების შემოსევის და შინაური პირუტყვის დახოცვის ფაქტები ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში პერიოდულად ფიქსირდება. ურთაში სექტემბრის თვეში ორი მგელი მოკლეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
თეგები ურთა / მგელი /
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.