ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლოს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მსაჯის, ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ რომ ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველ ორგანოებთან ითანამშრომლონ. ფედერაცია იმედს გამოთქვამს, რომ საქმეს უმოკლეს ვადებში გამოიძიებენ.

ფოთში, მალთაყვაში გაშენებულ ნაძვნარის ტერიტორიაზე ილია ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებს და სხვადასხვა ლიგას.

ამავე განცხადებით, ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლეს.

მომხდარის გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.