ახალი ამბები
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ზუგდიდში ერთი წლის ანგარიში წარადგინა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობამ 2017 წელს განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამას დაუთმეს, რადგან მედიის ინტერესიც სწორედ ამ კომპონენტის მიმართ იყო მაღალი.

ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიზნით დასავლეთ საქართველოში გაიხსნა სამი სამარხი და ჩატარდა ნეშტების ექსჰუმაცია მათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. კომიტეტის მონაცემებით, 2010 წლიდან, მას შემდეგ რაც დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამა სულ 393 ნეშტი მოიძიეს, აქედან 135 იქნა ამოცნობილი. საერთო ჯამში სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებულად ითვლება 2400 ადამიანი, აქედან როგორც წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, უმეტესი ნაწილი დასავლეთ საქართველოდან არის.

საერთაშორისო კომიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პარალელურად ცალკე პროგრამის ფარგლებში ეხმარება მათ ოჯახებს. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მაია ქარდავას განცხადებით, ოჯახების დიდი ნაწილი განცდილი ტრაგედიის შემდეგ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, სწორედ ამიტომ გადაწყდა მათთვის ცალკე პროგრამის ამუშავება.

ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა შეხვედრები და კონსულტაციები ფსიქოლოგებთან. გარდა ჯადაცვის სერვისისა პროგრამის კომპონენტია იურიდიული და ეკონომიკური მხარდაჭერაც. გაიცა მცირე გრანტებიც. საერთო ჯამში დახმარება გაეწია 835 ოჯახს. მათთვის ჩატარდა კულტურული ღონისძიებები და საგანმანათლებლო ექსკურსიები.

როგორც წითელ ჯვარში აცხადებენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები პროგრამის ფარგლებში თავად მონაწილეობენ საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობაში. ეს იქნება ბროშურების შედგენა, შეხვედრების დაგეგვა თუ სხვა სახის აქტივობები. როგორც მაია ქარდავა აცხადებს ამ ყველაფერმა დადებითად იმოქმედა ამ ადამაიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ბევრად ინტეგრირებული გახდნენ საზოგადოებაში.

დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ წითელმა ჯვარმა დაასრულა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთათვის ეკონომიკური დახმარების პროგრამა.

„ასეთი გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკა, კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდგომ ვინც ზარალდება ვცდილობთ ამ ადამიანებს დავეხმაროთ, თუმცა შემდეგ როცა უმჯობესდება ვითარება ჩვენი პროგრამები წყდება და ადგილობრივი ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანებზე“, - განაცხადა წჯსკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.

დაცვის და მოძიების განყოფილების საქმიანობის მიმოხილვისას მედიას ვიდეორეპორტაჟები წარუდგინეს საველე ოფიცრებმა ლანეტა როდონაიამ და ნანა გულორდავამ. მოკლე ვიდეომასალაში ორგანიზაციის მიმართ მადლიერებას გამოხატავდნენ ის მოქალაქეები, რომელთა ოჯახის წევრების მოძიება და ნეშტის გადმოსვენება მოხერხდა.

ჟურნალისტებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ. მისი ინფორმაციით, მომავალში წითელში ჯვარი კვლავ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაზე.

კომიტეტის ინფორმაციით, 2017 წელს ოჯახის წევრებს შორის კავშირის აღდგენისა და თავისუფლებააღკვეთილი პირების დახმარების პროგრამის ფარგლებში ორმა მოქალაქემ მიიღო ოფიციალური საბუთები გამყოფი ზოლის გადაკვეთით. განხორციელდა 6 ვიზიტი გამყოფი ხაზის მიღმა პატიმრობაში მყოფი ახლობლების მოსანახულებლად. ასევე დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების 3 სხვადასხვა დაწესებულებაში შედგა რამდენიმე ვიზიტი მსჯავრდებულთა პატიმრობაში ყოფნის პირობების შესამოწმებლად.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.