სპეციალისტებმა ზუგდიდში აღმოჩენილი ნაეკლესიარის და კერამიკული ჭის შესწავლა დაიწყეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დღეს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ბადრი
ჭანკოტაძე, თორნიკე გურგენიძე და არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი
იმყოფებოდნენ. ისინი ადგილობრივი მერიის მომართვის საფუძველზე ქალაქს
და ბაღმარანის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრნენ. სპეციალისტებმა
ვიზუალურად დაათვალიერეს ზუგდიდში ცენტრალური მოედნის შემოსასვლელთან
საავტომობილო გზის საფეხმავლო ბილიკის მარჯვენა მხარეს ახლად
აღმოჩენილი ჭისებრი ორმო და მიმდებარე ტერიტორია.
„დათვალიერების შედეგად გაირკვა, რომ საქმე გვაქვს მეოცე საუკუნის 20-30 წლების ზუგდიდის მიწისქვეშა კომუნიკაციის ნაშთებთან და საკუთრივ ცილინდრული ფორმის კერამიკის გვიმით ამოყვანილ ჭასთან. ჭა მთლიანად თიხის მასალითაა ამოყვანილი და სიღრმეში ერთმანეთზე გადაბმისას თანდათან ვიწროვდება“, - ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე დიდი სამუშაოების გამო თითქმის შეუძლებელია მისი სიღრმის განსაზღვრა. დიამეტრი დაახლოებით 1 მეტრია.
ექსპედიციის წევრებმა ამის შემდეგ ბაღმარანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი მცხოვრების, ბონდო მებონიას საკარმიდამო ნაკვეთზე გადაინაცვლეს, სადაც საცხოვრებელი სახლის უკან, მიწის სამუშაოების დროს დაფიქსირებულია წითლად გამომწვარი კერამიკის, კერძოდ ქვევრის ფრაგმენტები.
მერიის ინფორმაციით, ამ ადგილას მდებარეობს ბაზილიკური ტიპის მცირე ზომის ნაეკლესიარი. ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ შემორჩენილია ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით 1.5 და 1 მ სიმაღლის და აღმოსავლეთით 2.5 მ სიმაღლის კედლები.
„როგორც ჩანს, ეკლესია ნაგებია რიყის ქვით. გარედან საგულდაგულოდ დამუშავებული კირქვით ყოფილა მოპირკეთებული და მასზე ჩუქურთმები ყოფილა დატანილი. სამწუხაროდ, საპერანგე ქვების უმეტესი ნაწილი დაკარგულია. ალაგ-ალაგ აწყვია ორნამეტიანი ქვებისა და სვეტის ფრაგმენტები. ნაეკლესიარი ზომით თითქმის კვადრატულია, სიგრძე 5 მ., სიგანე კი 4,5 მ–ს შეადგენდა. ტაძრის გარშემო გალავნით ყოფილა შემოსაზღვრული, რომლის გავრცელების პერიმეტრი ბუნდოვანია და ჩანს უსწორმასწოროდ მიემართება, მაგრამ ის აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიისვე ცნობით, ტაძრის სიძველეზე საუბარი მხოლოდ მსგავსი ტიპის სამშენებლო ტექნიკითა და ტიპოლოგიური ანალიზითაა შესაძლებელი. ასევე, აქვე ნაპოვნი კერამიკის მასალებით მათ შორის მოჭიქული კერამიკით. ეკლესია მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნით თარიღდება, თუმცა მის ეზოში ხშირია სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევები, რომლებიც ქრონოლოგიურად განსხვავებულ პერიოდებს განეკუთვნება.
„ჩანს, რომ ტაძარი თითქმის უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ გადმოცემის მიხედვით მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაუნგრევიათ და ქვის მასალა ახლომახლო სახლების მშენებლობისას გამოუყენებიათ“, - აცხადებენ მერიაში.