აფხაზეთში ავტომობილში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
აფხაზეთში, ფსოუ-ენგურის საავტომობილო გზაზე ავტომობილი ჩაცხრილეს,
რომელშიც ორი ადამიანი, პაველ არძინბა და დმიტრი ხაგბა იმყოფებოდა.
ისინი ადგილზე დაიღუპნენ. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით,
ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე აწარმოებენ საგამოძიებო
სამუშაოებს.
„აფხაზია ინფორმის“ ცნობით, პაველ არძინბა ეჭვმიტანილი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებასა და ორი ოფიცრის მკვლელობაში. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. არძინბა ნებაყოფლობით მივიდა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში. ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პაველ არძინბა დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გარემოცვის წევრი იყო და 1992-93 წლებში თავდაცვის დე ფაქტო მინისტრის მოადგილე.
რაც შეეხება დმიტრი ხაგბას, ის აფხაზეთის ომში მონაწილეობდა და იყო დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ არშბას დაცვის წევრი.