ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის“ შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ზუგდიდშიც დაიწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის“ შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდში მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებს. თბილისში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ისინი ჩავლენ ზუგდიდის თითოეულ სოფელში და ყველას, ვისაც კი სურვილი ექნება, შესაძლებლობას მისცემენ საკუთარი პოზიციის ხელმოწერით დაფიქსირების.

„ელექტრონულად უკვე დაიწყო ამ ხელმოწერების შევსება პარტიის გვერდზე. მათ შორის ვიცი, რომ რამდენიმე ზუგდიდელმაც შეავსო“, - გვითხრა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, პროცესი ზუგდიდთან ერთად, მთლიანად სამეგრელოს რეგიონს მოიცავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რომ მიხეილ სააკაშვილის „პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით“ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებდა, ამის შესახებ პარტიამ მიმართვა 9 დეკემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაავრცელა.

პარტიაში ამბობენ, რომ უკრაინის და საქართველოს „ოლიგარქიულ რეჟიმებს“ სურთ, პოლიტიკური ბრძოლის ველს ჩამოაშორონ „ანტიკორუფციული ფრონტის“ ლიდერი.

„თავისუფალი სამყაროსთვის მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპატიმრებებითა და ფსევდოსამართლებრივი მეთოდებით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ დღეს ეს პოზიცია თავისუფალი სამყაროს ყველა ლიდერმა ხმამაღლა უნდა გამოხატოს“, - ნათქვამია ენმ-ის მიმართვაში.

კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ და ის სასამართლო დარბაზიდან 11 დეკემბერს გაათავისუფლა.

კიევში რვა დეკემბერს მეორედ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილი მოათავსეს უკრაინის უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების დაწესებულებაში.

მიმდინარე კვირაში სააკაშვილის დაკავება ერთხელ უკვე სცადეს სამართალდამცველებმა, მაგრამ ამას მისმა მომხრეებმა შეუშალეს ხელი.

მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერას და დახმარებას, მე-15 მუხლის პირველი ნაწილით - დანაშაულის ჩადენის მცდელობა და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით -სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.