ახალი ამბები
ვალტერ აქუბარდიას და: ძმა ისე გარდამეცვალა, მეუფე გერასიმესგან ფული არ მიუღია
ჭალეს მკვიდრი ვალტერ აქუბარდია, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, გერასიმე შარაშენიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის დამ, მზია აქუბარდიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ მეუფე გერასიმეს მისი ძმისთვის კუთვნილი უძრავი ქონება და არც მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა დაუბრუნებია, ოჯახი სასამართლო დავას გააგრძელებს.

ვალტერ აქუბარდიას ეზო ჭალეში. ფოტო: "ლაივპრესი"

„ჩემი ძმა ერთი კვირაა რაც დავკრძალეთ. ის უეცრად გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ეპარქიამ გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ვალტერ აქუბარდიას სახლ-კარის გაყიდვით მიღებულ თანხას უკან დააბრუნებდა, ყველას ეგონა, რომ ჩემმა ძმამ ფული მიიღო. ეს ასე არ არის. საქმეზე სასამართლო სხდომა ამ დღეებში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის ვერ მოესწრო. სასამართლო დავას ჩვენ გავაგრძელებთ. ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ, ბოლომდე მივიყვანთ“,- განაცხადა მზია აქუბარდიამ.

„ლაივპრესი“ მოქალაქე ვალტერ აქუბარდიას გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე დაუკავშირდა, რა დროსაც მან განაცხადა, რომ მისი სახლ-კარის გაყიდვის სანაცვლოდ, ეპარქიისგან თანხა არ მიუღია. მან გვთხოვა, რომ სასამართლოს გამართვამდე მისი კომენტარი არ გაგვესაჯაროვებინა.

ვალტერ აქუბარდიას ეზო ჭალეში. ფოტო: "ლაივპრესი"

ვალტერ აქუბარდიამ რამდენიმე წლის წინ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, სოფელ ჭალეში მის სახლი ადგილობრივ მღვდელს უსასყიდლოდ გადასცა მონასტრის გასახსნელად, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ კარმიდამო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 171 ათას ლარად მიჰყიდა.

მომხდარის შესახებ „ლაივპრესზე“გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, რომ ეპარქია წალენჯიხის სოფელ ჭალეში არსებული კარმიდამოს თავდაპირველ მესაკუთრეს, ვალტერ აქუბარდიას გადასცემს იმ თანხას, რომელიც მისი ქონების სანაცვლოდ ეპარქიამ ენერგოკომოპანიისგან მიიღო.

„ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას. წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს, მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა, რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს“, - ნათქვამია ეპარქიის მიერ 2017 წლის ივნისში გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩელამ“და ვაჟთა ფოლკლორულმა
11:52 / 23.06.2018
ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ჩელამ“და ვაჟთა ფოლკლორულმა






ზუგდიდის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოქმედი კაფის
11:43 / 23.06.2018
ზუგდიდის ცენტრში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ მოქმედი კაფის






შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის
10:46 / 23.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის






გალის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და
ელექტროგადამცემი ხაზები
10:01 / 23.06.2018
გალის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები
ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
ბექა ყორშია -  აღმოსავლეთმცოდნე
მერიკო ფიფია - სტუდენტი
როზა ჯიქია - პენსიონერი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.