ახალი ამბები
შსს: ენგურის ხიდზე აქციის მონაწილე ორი მუხლით დავაკავეთ
FaceBook Twitter
E-mail Print
ენგურის ხიდზე საპროტესტო აქციის მონაწილე, ოთხთვალა ურმის მფლობელი სოფო მიქია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და173-ე მუხლებით დააკავეს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ეს მუხლები გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას. პირველი შემთხვევა ითვალისწინებს პირის 100 ლარით დაჯარიმებას, მეორე კი 400-ით, ან გამასწორებელ სამუშაოს ერთიდან ექვს თვემდე. თუკი არასაკმარისად მიიჩნევა ეს სანქციები, მაშინ 90 დღემდე ვადით პატიმრობას.

აქციის მონაწილე ენგურის ხიდზე, სადაც მძღოლები დილიდან გაიფიცნენ, გზის გადაკეტვას შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

ენგურის ხიდზე ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, რომლებსაც მოსახლეობა ხიდის დასაწყისიდან ბოლომდე მიჰყავდათ. მათთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ ტაქსის და მიკროავტობუსის მძღოლები, ისინი, ვინც მოქალაქეებს რუხიდან ენგურის ხიდამდე, ან ზუგდიდის ბაზრიდან ემსახურებოდნენ. მათი განცხადებით, არ ეძლევათ მუშაობის საშუალება, რადგან არაოფიციალურად აქ სამი მიკროავტობუსი დადის, რომელიც ე.წ ტყის ძმების მეთაურის, დათო შენგელიას საკუთრებაა. ის კი, განმარტავენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეკრულია და გარკვეულ თანხას აძლევს მათ. შედეგად თავად ოჯახები ულუკმაპუროდ რჩებათ. ისინი თანაბარ უფლებას და შესაძლებლობას ითხოვენ მუშაობისთვის.

სვანეთის კოშკთან მდებარე ავტოსადგურის წარმომადგენელმა არსენა ჩანგელიამ მძღოლების პრეტენზიებს უკვე უპასუხა. მისი თქმით, სწორედ მოსახლეობის მოთხოვნა იყო არსებულიყო ზუგდიდის ცენტრიდან მიკროავტობუსი, რომელიც ხიდის ბოლომდე გადაადგილდებოდა. განმარტა, რომ დაახლოებით ოთხი თვეა ოთხი მიკროავტობუსი დაინიშნა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მოძრაობს.

არსენა ჩანგელიამ შეკრებილთა გაფიცვას პროვოკაცია უწოდა და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ხელმძღვანელობით მოხდება მგზავრების ტრანსპორტირება, იქნება ეს დათო შენგელიას, თუ სხვა პირის მიერ, მთავარია ხალხისთვის სასიკეთო საქმე გაკეთდა. მისივე განმარტებით, 21-ე საუკუნეში მოსახლეობას არ უნდა მოუწიოს ოთხთვალა ურმებით მოძრაობა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.