ახალი ამბები
ზუგდიდის სასამართლოში ოთხი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა კენჭისყრის შედეგები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სასამართლოებში ახალი მოსამართლების დანიშვნას შეეხება. შედეგების მიხედვით, ზუგდიდის სასამართლოს ახალი მოსამართლე არ ეყოლება. აქ ოთხი მოსამართლის თანამდებობა ვაკანტური დარჩა. სასამართლოს მენეჯერმა ლანა ბერიშვილმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ კენჭისყრის შედეგად არ დანიშნულა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მესტიის მუნიციპალიტეტში. ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ორი ვაკანტური პოზიციაა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოშიც მომავალ კონკურსამდე.

კენჭისყრის მიხედვით, სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში ალექსანდრე გოგუაძე გახდა. ასევე, ფოთის საქალაქო სასამართლოს ახალი მოსამართლეა თეიმურაზ სიხარულიძე. ვაკანტური დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაც.

ამ პოზიციებზე მსურველ კანდიდატებს ვაკანსია სხვა სასამართლოებშიც ჰქონდათ შეტანილი და მათი ნაწილი სწორედ იქ განმწესდა მოსამართლედ.

კონკურსი გამოცხადებული იყო 52 ვაკანსიაზე. 57 კანდიდატიდან მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდა 34. დანიშნული მოსამართლეებიდან: 15 სკოლის მსმენელია, 1 ყოფილი მოსამართლე და 18 არის მოქმედი მოსამართლე. აღნიშნული მოსამართლეებიდან: 19 უვადოდ დაინიშნება, 15 - სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით. კონკურსის შედეგების მიხედვით 18 თანამდებობა დარჩა ვაკანტური.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე.

2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა 84 კანდიდატი, რომელთაგან მეორე ეტაპზე გადავიდა 82. გასაუბრება ჩატარდა 2017 წლის 27, 28, 29 და 30 დეკემბერს.

საბოლოოდ, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 57 კანდიდატი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 32 ათას 797 ლარი
დაიხარჯა.
19:05 / 18.01.2018
ზუგდიდში საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 32 ათას 797 ლარი დაიხარჯა.






ზუგდიდში, მე -19 საუკუნეში საგანმანათლებლო კერების, მათ შორის ქალთა
სკოლის,
17:55 / 18.01.2018
ზუგდიდში, მე -19 საუკუნეში საგანმანათლებლო კერების, მათ შორის ქალთა სკოლის,






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად
გასაუბრების
17:13 / 18.01.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გასაუბრების






წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული
16:38 / 18.01.2018
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.