ახალი ამბები
საიამ გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

საია სარჩელში მომჩივანთა მიმართ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

როგორც „ლაივპრესს“ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ცოლმა, ნინო ოთხოზორიამ განუცხადა, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა საიას ინიციატივა იყო რასაც ოჯახი დაეთანხმა.

„უნდა გამოჩნდეს, რომ მთავარი დამნაშავე არის რუსეთი“, - განაცხადა ნინო ოთხოზორიამ.

ფოტო: გიგა ოთხოზორიას ოჯახი

30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხურჩაში მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეებთან. რის შედეგადაც მას შეიარაღებულმა სამხედრომ რამდენჯერმე ესროლა, მათ შორის თავის არეში. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.

2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ქუთაისის სასამართლომ მოგვიანებით მკვლელს ბრალი დაუმძიმა და პატიმრობად 14 წელი განუსაზღვრა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ფოტოზე: სოფელი ხურჩა, ადგილი სადაც მკვლელობა მოხდა

დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

საიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს ზუგდიდში
იმყოფებოდა.
18:22 / 22.10.2018
პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა.






„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა მასალა, პოლიტიკურ პარტიებს
და სუბიექტებს
17:18 / 22.10.2018
„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა მასალა, პოლიტიკურ პარტიებს და სუბიექტებს






სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის დაწყების
16:17 / 22.10.2018
სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის დაწყების






მარტვილის სოფელ ვედიდკარში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა,
14:50 / 22.10.2018
მარტვილის სოფელ ვედიდკარში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა,
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ზუგდიდში შემორჩენილ საბჭოთა ტოპონიმიკას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.