ახალი ამბები
მარტვილის კანიონი ვიზიტორების სიმრავლით დაცულ ტერიტორიებს შორის მესამე ადგილზეა
2017 წელს მარტვილის კანიონს 147 374 ვიზიტორი ეწვია, ოკაცეს კანიონს კი 73 113. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ორი ადგილი ყველაზე პოპულარული ტერიტორიების ხუთეულში შედის. მათ შორის მარტვილის კანიონი მესამე ადგილზეა, ოკაცე კი მეხუთეზე.

მარტვილის კანიონის შემთხვევაში დამთვალიერებელთა რაოდენობა 136%-ით გაიზარდა, ოკაცეს კანიონში კი 40%-ით.

ვიზიტორების სიმრავლით პირველ ადგილზეა პრომეთეს მღვიმე 163 941 დამთვალიერებლით.

ჯამში, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 950 000-ს გადააჭარბა, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.

2016 წელთან შედარებით შარშან უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 33%-ით გაიზრდა, ხოლო ქართველების 28%-ით. ვიზიტორთა 57% ქართველი, 43% კი უცხოელია.

სამინისტროს ცნობით, გასულ წელს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები მსოფლიოს 97 ქვეყნიდან ესტუმრნენ. მათგან ყველაზე მეტი სტუმარი გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან დაფიქსირდა.

დამთვალიერებელთა რაოდენობა განსაკუთრებით, 203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.

სამინისტროს ინფორმაციით, 20 ადმინისტრაციიდან მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 542 878 ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს. კვლევა დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. ის ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაცია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,
საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია,
15:28 / 22.07.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საინფორმაციო ცენტრმა „ჯიხამ“ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია,






ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული
დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.
14:58 / 22.07.2018
ზუგდიდის თეატრი ამსტერდამში მიემგზავრება, სადაც ქართული დიასპორისთვის სპექტაკლების ჩვენებას გამართავს.






„ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე
დაასახელა.
19:13 / 21.07.2018
„ევროპულმა საქართველომ” პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.






გულრიფშში ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ხის ჯვრები აღმართეს.
18:16 / 21.07.2018
გულრიფშში ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილას ხის ჯვრები აღმართეს.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ქეთო ნინიძე - მეღვინე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.