ახალი ამბები
კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კალა-უშგულის მონაკვეთზე აიკრძალა გადააგილება ყველა სახის ავტოტრასპორტისთვის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი დიდთოვლობა და ზვავსაშიშროებაა. შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ვერცერთი ავტოტრანსპორტი მოძრაობას ვერ ახერხებს.