ახალი ამბები
თემურ ნადარაია მძღოლების აქციაზე: ის, რაც ზუგდიდში ხდება, ქართული მხარის პრობლემაა
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ნადარაია გამოეხმაურა ინფორმაციას, ენგურის გამშვები პუნქტის სიახლოვეს მიკროავტობუსების მძღოლების და ოთხთვალა ურმების მფლობელთა გაფიცვის შესახებ. მისი განმარტებით, ის, რაც ზუგდიდში ხდება, ქართული მხარის პრობლემაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ გალის რაიონში კი მშვიდი ვითარებაა და არავინ არაფერს აპროტესტებს. თემურ ნადარაიას თქმით, თავად იმყოფებოდა „საზღვართან“ და იქ არაფერი არ ხდება:

„ის, რომ მძღოლები აღშფოთებულები არიან მიკროავტობუსის გამო, რომელიც უფასოდ გადაადგილდება ხიდიდან საზღვრამდე, ეს ჩვენ არ გვეხება“.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრანსპორტი, რომელიც ზუგდიდში პროტესტის მიზეზი გახდა, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით მოძრაობს ხიდზე, მას აფხაზური ნომერი აქვს და „საზღვარს“ არ კვეთს. მისი მძღოლი გალის მცხოვრებია. სინამდვილეში აქციის მონაწილეების უკმაყოფილების მიზეზი ოთხი თვის წინ ახალი სატრანსპორტო ხაზის დანიშვნაა. საუბარია ზუგდიდის ბაზრის სიახლოვეს მდებარე ე.წ. გალის ავტოსადგურიდან ენგურის ხიდის ბოლომდე, ე.წ. აფხაზურ საგუშაგომდე მიმავალ ტრანსპორტზე.

თემურ ნადარაიასვე ცნობით, არიან გალის რაიონის მცხოვრებლები, ვინც „საზღვარს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებით კვეთს. თუმცა მანამდე ეს პირები ნებართვისთვის აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“ მიმართავენ:

„ადამიანებს ეძლევათ საშუალება გადაკვეთონ საზღვარი სამი, ხუთი დღით, მაგრამ ტრანსპორტის რაოდენობა შეზღუდულია. ძირითადად გადადიან ავტომანქანებით ენგურჰესის თანამშრომლები. გალის რაიონის მკვიდრთა რაოდენობა,რომლებიც ნებართვისთვის მიმართავენ უსაფრთხოების სამსახურს, ბევრი არ არის. უფრო ხშირად მათ ავადმყოფები გადაჰყავთ საკუთარი ტრანსპორტით“.

თემურ ნადარაიამ ამის შესახებ „სპუტნიკ აფხაზიას“ განუცხადა.

ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოძრავი კერძო მიკროავტობუსების და ტაქსების მძღოლებმა, ასევე ენგურის ხიდზე მომუშავე ოთხთვალა ურმების მეპატრონეებმა 10 იანვარს ახალი მიკროავტობუსების დაწესება გააპროტესტეს.

გაფიცულების თქმით, ახალ სამარშრუტო ხაზს არაოფიციალურად ყოფილი პარტიზანული დაჯგუფება „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი დათო შენგელია აკონტროლებს, რომლის დახმარებითაც და დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით, 4 მიკროავტობუსი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახერხებს. იმის გამო, რომ თავად ხიდს იქით გადასვლის უფლება არ აქვთ, მგზავრები მოაკლდათ და სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

საპასუხოდ,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ზუგდიდში მდებარე ე.წ. გალის ავტოსადგურზე ახალი მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან მძღოლების გაფიცვით, რომელიც ახალი მარშრუტის საწინააღმდეგოდ მოეწყო და არათუ მოქმედი ხაზის გაუქმებას, პირიქით, გალის მიმართულებით ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით გამოდიან.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






სალომე ზურაბიშვილი რომ კულტურული მემკვიდრეობის გარანტი იქნება,
13:28 / 18.10.2018
სალომე ზურაბიშვილი რომ კულტურული მემკვიდრეობის გარანტი იქნება,






ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უძველესი და იშვიათი სახეობის მცენარე
ატლასის კედარი ხარობს,
13:21 / 18.10.2018
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში უძველესი და იშვიათი სახეობის მცენარე ატლასის კედარი ხარობს,






სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში
მეორე სახელმწიფო ენის,
13:05 / 18.10.2018
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მეორე სახელმწიფო ენის,






გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის
„თაუნ პარკისთვის“
12:47 / 18.10.2018
გამოძიება ენმ-ის განცხადების საფუძველზე, რომელიც გულუას პარკის „თაუნ პარკისთვის“
ლაივპრესის სტუდია
გადაცემაში „დისკუსია ლაივპრესში“ ზუგდიდში პარკირების გაუმართავ სისტემაზე ვისაუბრეთ.
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.