კვლევა: შემცირდა მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ტერიტორიული მთლიანობის საკითხს პრიორიტეტულად მიიჩნევს
პირველ ადგილზე ჩამონათვლის თანახმად, სამუშაო ადგილების პრობლემაა 54%-ით. მეორე პოზიციაზე ფასების ზრდა/ინფლაცია 35%-ით. გამოკითხულთა 30%-ის აზრით, მესამე ადგილზეა სიღარიბე. მეოთხეზე პენსიები - 25%-ით. ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობა 23-23%-ით ინაწილებენ მომდევნო პოზიციებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.