ახალი ამბები
მუჟავაში გარდაცვლილი ჯარისკაცის დედა: შვილი მიზანმიმართულად მომიკლეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სასამართლოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა-ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაღუპული ჯარისკაცის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მომხდარში ბრალდებულ დავით ჯალაღანიას, რომელიც პროცესს ესწრებოდა, ბრალი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით აქვს წარდგენილი. მან დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

დღესვე სასამართლომ იმსჯელა მისთვის აღმკვეთი შეფარდების ღონისძიებაზე, კერძოდ პატიმრობაში დატოვებაზე. მოსამართლე ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომლის განმარტებითაც, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შიშით მიმალვის საფრთხე. ამიტომ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულის ადვოკატ, ნინელი ქოიავას შუამდგომლობა, 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა დავით პაპავამ წარმოადგინა მტკიცებულებების ნუსხა, მათ შორის მოწმეთა სია, მათი დაკითხის ოქმები, დაზარალებულთა დაკითხვის ოქმებთან ერთად. ასევე, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის და ბრალდებულის როგორც ტანსაცმლიდან აღებული ნიმუშები, ასევე სისხლის. იმის გამო, რომ ეს მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნია დაცვის მხარემ, მხარეთა პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მათი გამოკვლევის გარეშე საქმის მასალებზე დართვის შესახებ.

მოსამართლე ნატრული აკობიამ ოჯახს მომხდარის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. მანვე მიმართა ოჯახის წევრებს თხოვნით, მიუხედავად მძიმე ემოციური მდგომარეობისა, სხდომის დარბაზში სიმშვიდე შეინარჩუნონ.

ოჯახმა პროცესის დასრულების შემდეგ პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ ადვოკატს ჰქონდა შეთავაზება ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნეს - რომ არა მოსამართლე ნატრული აკობია, შესაძლოა სხვა მოსამართლეს მიეღო საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ოჯახის წევრებისვე თქმით, მათ არ სჯერათ ბრალდების მხარის პოზიციის, რომ რაც მოხდა, გაუფრთხილებლობის შედეგია. გარდაცვლილის დედამ იზა რუსიამ აღნიშნა, რომ შვილი მიზანმიმართულად მოუკლეს.

ოჯახის ადვოკატის, როლანდ შონიას განმარტებით, სინამდვილეში ახალგაზრდა გაცილებით მძიმე დანაშაულის დაფარვის გამო მოკლეს.

ოჯახი საგუშაგოს უფროსის, ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვს, რადგან მათი თქმით, იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, სწორედ მას ეკუთვნის.
საქმის არსებითი განხილვა 30 იანვარს გაიმართება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავა- ლეკუხონას ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, თბილისის მიერ კონტროლირებად საგუშაგოსთან რიგითი ჯარისკაცი გასროლის შედეგად 26 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მუჟავაში გამგებლის წარმომადგენელმა მამუკა ჩხაპელიამ მაშინ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ერთ-ერთ სამხედროს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა და ტყვია მეორე სამხედრო მოსამსახურეს მოხვდა. მამუკა ჩხაპელიასვე ცნობით, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.