ახალი ამბები
ორენოვანი საეკლესიო მსახურება და განათლება - ზუგდიდში მეგრულის დასაცავად აქცია გაიმართა [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, დღეს ეს ენები გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, სახელმწიფო კი ვალდებულია მათზე იზრუნოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თანდათანობით მცირდება ქართველურ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა, პრობლემას კი შემდეგი წარმოადგენს - ბაღებსა და სკოლებში, სავაჭრო სისტემაში, სამედიცინო სფეროში, საეკლესიო ცხოვრებაში მხოლოდ ქართული ენის გამოყენება. სწორედ ამიტომ, ისინი ქართულთან ერთად მეგრულის შემოღების საჭიროებას ხედავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის და შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიას თქმით, მათი მოთხოვნაა მეგრულს რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭოს და მოხდეს საქართველოს მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 1999 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება, რითაც მან აიღო ვალდებულება ამ ენების დაცვაზე.

ედემ იზორია „მეგრელი დედების მხრიდან ღალატად“ აფასებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი შვილების მიმართ, რადგან ბევრმა შეწყვიტა შვილებთან მეგრულ ენაზე საუბარი. აქციის ორგანიზატორი გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში ხედავს:

„ბავშვთა ბაღი უნდა გახდეს ბილინგვა (ორენოვანი ). ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ბაღებში მიიყვანენ, ბავშვმა მეგრული ენა უნდა იცოდეს მშობლებისგან და ბაღში ქართულს სწავლობდეს. ასევე, სკოლებში ექვსი კლასი უნდა იყოს მეგრული, შემდეგი კლასები კი ქართული. უმაღლესი უნდა იყოს ქართული“.

შეკრებილთა მიმართვის ადრესატია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, სამეგრელოს ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში მეტყველება ორენოვანი გახდეს.

ეკლესიებში ლოცვა მეგრულ ენაზეც რომ უნდა აღევლინებოდეს, ამაზე თანხმდება მეუფე ანტიფა სხულუხია, ძველმორწმუნე („სტაროვერი“) ზუგდიდისა და კოლხეთის დაბლობის ეპისკოპოსი.

„აქ იმიტომ მოვედი, რომ დავუდგე გვერდით იმ ხალხს, რომლებსაც უნდათ მეგრულად ილოცონ ეკლესიაში. წმინდა მოციქული პავლე წერს, ყველას შეუძლია იმ ენით ილოცოს, რომელიც მას უფრო ახლოდ მიაჩნია“.

აქციის მონაწილეები ოფიციალურად მიმართვას ხელისუფლებისადმი გეგმავენ, თუმცა მანამდე განცხადება „ფეისბუკის“ საშუალებით გაავრცელეს. ისინი ხელმოწერებსაც აგროვებენ მოთხოვნების გასამყარებლად.

მიმართვაში, რომელიც შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, ნათქვამია, რომ მეგრული ენის გადასარჩენად ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს განათლების, სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა სერვისის მიღების, ასევე საეკლესიო რიტუალების ჩატარების უფლება როგორც ქართულ, ასევე მეგრულ ენაზე. მათ შორის სავაჭრო სისტემასა და რეგიონის ადმინისტრაციაში. 

განცხადების ავტორები დახმარებას და აღნიშნულ საქმეში ჩართულობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასაც სთხოვენ. გუბერნატორის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მეგრული ენის დაცვის მოხოვნით მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს.

„ამ ფეისბუქ მიმართვას გაეცნო გუბერნატორი. სახელმწიფო ენა არის ქართული, შესაბამისად მიმართვაში ჩამოთვლილ დაწესებულებებში საქმის წარმოების, საკომუნიკაციო ენა არის ქართული - ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ.

მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქციები რამდენჯერმე გაიმართა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.