ახალი ამბები
ომის ვეტერანები ქართველი საოპერო მომღერლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვენ
ომის ვეტერანთა კავშირი „არუაა“ ითხოვს ქართველი საოპერო მომღერალი გიორგი თოდუა აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ-გრანტად გამოცხადდეს. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, ხელისუფლების მუშაობასთან დაკავშირებით დასკვნებს ქართულ წყაროებსა და მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ. წერს „ნუჟნაია გაზეტა“.

ომის ვეტერანები იმედოვნებენ, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ექნება სახელმწიფოებრივი მიდგომა „პროვოკაციის“ შეფასებისას, „რომელიც კიდევ არაერთხელ იქნება“ საქართველოს მხრიდან.

„მივმართავთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქე გიორგი თოდუა გამოაცხადონ პერსონა ნონ-გრანტად, სამართალდამცავმა უწყებებმა კი შესაბამისი ღონისძიებები განახორციელონ“, - აცხადებენ ომის ვეტერანები.

მათივე თქმით, გიორგი თოდუა მარინის თეატრის მომღერალია და არაერთხელ ჩამოსულა გალში. წინა ხელისუფლებამ დედამისს აფხაზეთის მოქალაქეობაც მიანიჭა. იმის წინასწარ განჭვრეტა კი, რომ რუსეთში დაბრუნებული ასეთ „პროვოკაციულ“ ინტერვიუს მისცემდა ქართულ მედიასაშუალებებს.

მანამდე ქართველი საოპერო მომღერლის, გიორგი თოდუას ბიძამ, ავთანდილ თოდუამ აფხაზ ხალხს ბოდიში მოუხადა, გალში გამართული კონცერტის შემდეგ ქართული მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის „ლაივპრესისთვის“ მიცემული ინტერვიუს გამო. მისი კომენტარი „გალ ტვ-მ“ გაავრცელა, ამავე თემაზე მომზადებულ მასალაში.

აღნიშნულ საკითხზე უფრო ადრე მედიისთვის ბრიფინგი გამართეს გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ნადარაიამ და ამავე ადმინისტრაციაში კულტურის განყოფილების უფროსმა ვადიმ ეხვაიამ. ნადარაიას სიტყვებით, ოპერის მომღერალმა, გიორგი თოდუამ აფხაზეთში მიმავალი ყველა გზა თავად ჩაკეტა.

გალის კულტურის სახლში ქართველმა საოპერო მომღერლმა გიორგი თოდუამ კონცერტი 24 იანვარს გამართა. როგორ ჩავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართველი მომღერალი და როგორ შეხვდა მას აფხაზი მაყურებელი, ამაზე გიორგი თოდუამ „ლაივპრესს“ კონცერტის დასრულების შემდეგ უამბო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100
წლისთავისადმი
18:20 / 24.05.2018
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი






დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას
14:30 / 24.05.2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას






შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა
ღონისძიებით
13:57 / 24.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით






საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
13:41 / 24.05.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.