ახალი ამბები
გათავისუფლებულმა ექიმებმა ზუგდიდის პოლიკლინიკას სასამართლოში უჩივლეს
FaceBook Twitter
E-mail Print
იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკიდან გათავისუფლებულმა ხუთმა თანამშრომელმა დირექტორის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მათ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი გული ქარცხია დაიცავს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტმა „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტა, ექიმები სარჩელში მოითხოვენ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, იგივე თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას.

იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა. ფოტო: "ლაივპრესი"

გული ქარცხიას განცხადებით, სარჩელში მითითებულია, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე.

„ასევე აქ არის მთელი რიგი პროცედურული დარღვევები. სანამ ამ ადამიანებმა თავად არ მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ისე არ გააცნეს. ასევე ბრძანებაში დასახელებულია რეორგანიზაცია, როცა რეორგანიზაციის შესახებ სპეციალური წესია დადგენილი, როცა შრომის კოდექსის მიხედვით ხდება ასეთ დროს გათავისუფლება - წინასწარ გაფრთხილებით, შეტყობინების გაგზავნით, ასევე იქ გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის კომპენსაციები თანამდებობის მიხედვით. აი ეს პროცედურები არც ერთი არ არის დაცული“ , - განაცხადა გული ქარცხიამ.

იურისტის ინფორმაციით, საერთო ჯამში ორგანიზაციას იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის ექვსმა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა, აქედან ხუთმა დღეს შეიტანა სარჩელი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ერთი კი მოგვიანებით გაივლის ამ პროცედურას.

ოთარ შენგელია. ფოტო: "ლაივპრესი"

სამედიცინო დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები იანვარში დაითხოვეს. მათი განცხადებით, საერთო ჯამში 11 ადამიანია გათავისუფლებული. ექიმების ინფორმაციით, პოლიკლინიკის ახალმა დირექტორმა იმ მიზეზით, რომ საკუთარი კადრებით დაეკომპლექტებინა დაწესებულება, თითქოს სამსახურებრივი გადაცდომების მიზეზით დაითხოვა ისინი, რაც საფუძველს მოკლებულია.

თავის მხრივ პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია ირწმუნება, რომ რეალურად არა თერთმეტი, არამედ ცხრა ადამიანია გათავისუფლებული აქედან 5 სხვადასხვა დარღვევების გამო, დანარჩენებს კი ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და ადმინისტრაციამ არ გაუგრძელა იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე პოლიკლინიკას მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.