ახალი ამბები
დავით საყვარელიძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძის ინფორმაციით, კიევში, რესტორან „სულგუნში" მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება საყვარელიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის პროკურატურა 12 თებერვალს სააკაშვილს გამოსაკითხად იბარებდა, თუმცა სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროკურატურაში არ გამოცხადდებოდა. მან „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ მათ უწყება არ მიუღიათ.

საქმე შეეხება საექსტრადიციო შემოწმებას, რომელსაც უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით გასულ წელს მიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვა, 2018 წლის 3 იანვარს კი კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა განცხადება, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

16 თებერვალს უმაღლესი სასამართლოს საკასაციო ადმინისტრაციული სასამართლო განიხილავს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების კანონიერებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100
წლისთავისადმი
18:20 / 24.05.2018
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი






დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას
14:30 / 24.05.2018
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას






შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა
ღონისძიებით
13:57 / 24.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ღონისძიებით






საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
13:41 / 24.05.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით,
ცოცხალი ისტორიები
როზა ჯიქია - პენსიონერი
ირმა ნოდია - აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი
...

მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.