ახალი ამბები
ზუგდიდში ქურდობის მცდელობისთვის არასრულწლოვანი ამხილეს
ზუგდიდში „ვითიბი ბანკის“ შესასვლელი კარების ჩამსხვრევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. ის არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მხილებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

12 თებერვლის დილით თანამშრომლებს ბანკის შესასვლელი კარი ჩამსხვრეული დახვდათ. მათი თქმით, სავარაუდოდ ვიდეოკამერას აქვს დაფიქსირებული არასრულწლოვანი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში შესასვლელ „კარს ექაჩებოდა“.