ახალი ამბები
საპატრიარქომ მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით ზუგდიდიდან გაგზავნილი წერილი არ ჩაიბარა
FaceBook Twitter
E-mail Print
მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით საქართველოს საპატრიარქოში მიტანილი წერილი არ ჩაიბარეს. წერილის ავტორების სურვილი, სამეგრელოს ტერიტორიაზე მოქმედ ეკლესიებში მსახურების ქართულთან ერთად მეგრულ ენაზე აღვლენა იყო. მიზეზად განუმარტეს, რომ ეს თემა მათ არ ეხებათ. შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ წერილი ელექტრონულად არ გაუგზავნია, არამედ ერთ-ერთ თანამოაზრეს გაატანა:

„როგორ არ ეხებათ ეს თემა, როცა წამდაუწუმ გაიძახიან, მეგრული ენა არ არისო. არც ქართული უნდა დაიჩაგროს და არც მეგრული. ხელმეორედ გავაგზავნე და დავაკვალიანე, რომ პრინცუპულად მოსთხოვოს ჩაიბარონ. 18 კაცის ხელმოწერითაა“.

ედემ იზორიას თქმით, წერილი დაიწუნეს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაშიც. ამბობს, რომ „ფეისბუკზე“, მიმართვის ტექსტის ქვეშ ოთხმოცი ადამიანის სახელი და გვარი, რომლებმაც ზეპირად განაცხადეს შემდეგი - ისინიც უერთდებოდნენ მოთხოვნის პათოსს, მან ავტომატურად გადმოიტანა და დაურთო თან გასაგზავნ დოკუმენტს ხელმოწერების გარეშე, მხოლოდ ვინაობის მითითებით. „აიას“ თავმჯდომარემ წერილი უკვე 18 ადამიანის დამოწმებით და პირადი ნომრის მითითებით მთავრობის ადმინისტრაციაში ხელახლა გააგზავნა.

პარლამენტისთვის მიმართვას ედემ იზორია უახლოეს მომავალში გეგმავს, პრეზიდენტისგან პასუხი კი ჯერ არ მიუღია.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, წერილის პასუხად მიიღეს, რომ ეს საკითხი მათი პრეროგატივა არ არის.

უფრო ადრე, ვიდრე წერილს ოფიციალურად მიიღებდნენ, გუბერნატორის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ლევან შონია გაეცნო მომართვის შინაარსს. ავტორები მის დახმარებას ითხოვდნენ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

„სახელმწიფო ენა არის ქართული, შესაბამისად მიმართვაში ჩამოთვლილ დაწესებულებებში საქმის წარმოების, საკომუნიკაციო ენა არის ქართული - ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აღნიშნეს საპასუხო განცხადებაში.

მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქცია იანვრის თვეში გაიმართა. მათი თქმით, მეგრული ენა გაქრობის საფრთხის წინაშე დგას, სახელმწიფო კი ვალდებულია მათზე იზრუნოს. სწორედ ამიტომ, შეკრებილებმა ხელისუფლებას რამდენიმე წინადადება შესთავაზეს. პირველი - ამ ენისთვის რეგიონულის სტატუსის მინიჭება, ეკლესიებში ქართულის პარარელურად, მეგრული ენის შემოღება, განათლების, სამედიცინო მომსახურების და სხვადასხვა სერვისის მიღების უფლება მეგრულ ენაზე. მათ შორის სავაჭრო სისტემასა და რეგიონის ადმინისტრაციაში.

საპროტესტო აქციები ზუგდიდში იგივე მოთხოვნით რამდენჯერმე გაიმართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.