ახალი ამბები
მარტვილის გამგეობის თანამშრომლები: ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებთ [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მარტვილის ყოფილი გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებას ობიექტურს უწოდებენ. ამბობენ, რომ ასეთივე მიუკერძოებელი განაჩენი უნდა დადგეს საბოლოოდაც, რადგან წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ჩანაწერი, რომელიც პროკურორმა მირანდა წერეთელმა გამოსაკვლევ მტკიცებულებებს შორის დღევანდელ პროცესზე წარმოადგინა, ეხება არა სამსახურებრივ, არამედ საკუთარ პირად საქმეს და ადამიანი, რომელსაც ესაუბრება, მისი მეგობარია. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის გადაცემულ დოკუმენტში გაშიფრულია გია ჩხეიძის და ვინმე ვალერი ბელქანიას დიალოგი. აქ ნახსენებია ტექნიკა, 200 ლარიანი კუპიურა, ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და ფრაზა - „კარგად დააკვირდი, სხვასთან არ გაუშვა, თორემ ეს საქმე დაიღუპება“.

„იქ ისეთი არაფერი არ არის, რომ მე ვითხოვ თანხას რაღაცაზე. უბრალოდ მეგობრობდა ჩემთან. საუბარზეც ჩანს, რომ ძალიან ახლო მეგობარი იყო. დეტალებში ვეკითხებით ავადმყოფობის გამო ოჯახებით იქით-აქეთ. თვითონ შემომთავაზა დახმარება. საკრედიტო ვალდებულებები მქონდა, ვალები და დაგეხმარებიო“, - განუცხადა გია ჩხეიძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, მეორე ბრალდებულმა, გამგეობის ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა კეკელიამ აღნიშნა, რომ ისიც უდანაშაულოა მოცემულ საქმეში, რასაც სასამართლოს მსვლელობაც დაადასტურებს.

მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა მამუკა კეკელიას ინტერესების დამცველი ივლიანე ხურცილავაც. ამბობს, რომ ობიექტურად ეს შედეგი უნდა დამდგარიყო, რადგან არ არსებობდა არავითარი საფუძველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, რაზეც წინა სხდომებზე იყო საუბარი, რომ პროკურატურისგან არსებობდა შესაბამისი დასტური და მზაობა, ადვოკატის განმარტებით ჯერჯერობით ამ კუთხით სიახლე არ აქვთ.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ დღევანდელ სხდომაზე განმარტა - აღმკვეთი ღონისძიების ვადები რომ არ დარღვეულიყო, ამიტომ ხელახლა უნდა ემსჯელათ მისი შეცვლის საჭიროების საკითხზე. პროკურორ მირანდა წერეთლის განმარტებით, ახალი გარემოებები საქმეში არ გამოკვეთილა, რის გამოც ადრე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმნენ ადვოკატები. მათი თქმით, ის რისკები, რისი მიზეზითაც ადრე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ, აღარ არსებობს. კერძოდ, არ არის საფრთხე „დანაშაულებრივი საქმიანობის“ გაგრძელების, რადგან გია ჩხეიძე და მამუკა კეკელია არ აპირებენ სამსახურში დაბრუნებას, არც მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ერთ-ერთი ბრალდებულის ნათესავ მოწმეზე ზეწოლის საფრთხის გამო. დაცვის მხარის თქმით, ისინი უდავოდ მიიჩნევენ ამ მოწმის დაკითხვის ოქმს, შესაბამისად მისი სასამართლოში დაბარება მიზანშეუწონლად მიანიათ. თუმცა, პროკურორმა განმარტა, რომ აუცილებელია სასამართლომ მოუსმინოს ამ ადამიანს, მის გულწრფელობაში დასარწმუნებლად.

საბოლოოდ, მოსამართლე შოთა ბიჭიამ მამუკა კეკელია 15 ათას ლარიანი, გია ჩხეიძე კი 90 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუმცა ბრალდებულები გირაოს შეფარდებას 5 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდნენ. მამუკა კეკელიას ინტერესების დამცველმა სხდომაზე აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, ისინი 15 ათასის ფარგლებშიც შეძლებდნენ გირაოს თანხის უზრუნველყოფას უძრავი ქონებით. მათ ამ თანხის გადახდა 20 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ. მოსამართლის განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღო მომავალში საფრთხეების შეფასების საფუძველზე და მას არავითარი კავშირი არ აქვს არსებითად საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან. შოთა ბიჭიამ მიიჩნია, რომ ამ ოდენობის გირაოს შეფარდება იქნება ძლიერი ბერკეტი მოსალოდნელი საფრთხეების რისკების შესამცირებლად.

საქმის განხილვა 5 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები 20 ნოემბერს დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს თითქოს შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.