გუბერნატორი: ანაკლიის პორტში პირველ გემს ორი აფხაზი და ორი ქართველი შემოიყვანს [ვიდეო]
„ორი დევნილი ახალგაზრდა, რომელსაც ეცოდინება უცხო ენა, და ორიც აფხაზი. მათ კონსორციუმი მთლიანად უფინანსებს საზღვაო აკადემიაში სწავლას. ეს არ არის უბრალო თემა. პირობითად, პირველი გემი, რომელიც აქ უნდა შემოვიდეს, ეს ოთხი ახალგაზრდა შემოიყვანს ამ გემს“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საფუძველი შარშან, 24 დეკემბერს ჩაეყარა. ანაკლიის პორტში პირველი გემი 2020 წლის დასაწყიში შემოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, პორტის მშენებლობა და განვითარება 9 ფაზას მოიცავს, პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. პორტი ანაკლიაში 340 ჰექტარ მიწი ფართობზე შენდება. პროექტის განხორციელება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.