ახალი ამბები
თბილისი ტატუნაშვილის საქმეზე მოსკოვის განცხადებას პასუხობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმავე დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კომენტარს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას შეეხებოდა. მასში თბილისი იმედს გამოთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე შეძლებენ მრავალი წლის განმავლობაში არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაციის და პრესის დეპარტამენტმა 12 მარტს გაავრცელა ინფომაცია, რომლის თანახმად, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და კმაყოფილებით აღნიშნავენ მასში გამოთქმულ განწყობას, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაღრმავების გასაგრძელებლად. ამავე კომენტარის მიხედვით, რუსეთი კვლავ დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და „მზად არის წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არის თბილისი“.

„კვირიკაშვილის მიერ ჟენევის დისკუსიებზე პროგრესისკენ სწრაფვის მოხსენიება იძლევა ქართული მხარის კონსტრუქციულობის იმედს მარტის ბოლოს, შემდეგი რაუნდის მიმდინარეობისას. დარწმუნებულნი ვართ, ასეთ მიდგომას მხარს დაუჭერენ მოლაპარაკების სხვა მონაწილეები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევაში საქართველოს დელეგაციას. შეუძლებელია არ მიესალმო დეკლარირებულ სწრაფვასაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ. სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა მოსაგვარებლად იმ საკითხებისა, რომლებიც საქართველოს აღელვებს და გადის ორმხრივი რუსულ-ქართული დღის წესრიგიდან. კერძოდ, ეს შეეხება წუხილის გამომწვევ, ამასწინანდელ ინციდენტსაც საქართველოს მოქალაქესთან, ა.ტატუნაშვილთან დაკავშირებით“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღესვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ საუბარი არსად ყოფილა პირდაპირ დიალოგზე აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“, არამედ აფხაზ და ოს ხალხთან.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში „გულის უკმარისობით“ გარდაიცვალა. არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული პირები, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე
21:47 / 19.09.2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე






ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ
კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.
18:51 / 19.09.2018
ზუგდიდში კანალიზაციის სამუშაოების მწარმოებელ ქვეკონტრაქტორ კომპანიას თანხის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.






ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს,
რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.
18:18 / 19.09.2018
ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძუჟბაში 54 კილოგრამიანი ზუთხი დაიჭირეს, რომელიც სიგრძეში ორი მეტრია.






მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ
კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
16:46 / 19.09.2018
მარიხუანას მოყვანის და სამედიცინო მიზნებისთვის რეალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.
ლაივპრესის სტუდია
პირველი გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ რუსულ პროპაგანდას მიეძღვნა.
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.